in

რა დავარქვათ რუსთაველი ბიჭუნას ქანდაკებას?

რუსთაველი ბიჭუნას ქანდაკებისთვის სახელის (ან მეტსახელის) შესარჩევი კონკურსი მეორე ეტაპზე გადავიდა და ფინალში გადასული ვერსიებისთვის ხმის მიცემის პროცესიღა დარჩა, რისთვისაც გვერდის – „რუსთავის მოქალაქე“ ფეისბუკპოსტის კომენტარად, 11-დან შენი ფავორიტი 1 სახელი უნდა აირჩიო:

 

– კოსმო ბიჭუნა (კოსმო);
– შოთიკო (რუსთაველი);
– გლობუსა;
– რუ;
– სკაფანდარა;
– გრიშკა;
– იგი;
– ინდიგო;
– ჟიული (უმცროსი);
– ადინი;
– იო.

ფინალში გადავიდნენ ყველაზე მეტი მოწონების მქონე სახელები, ვერსიები, რომლებიც გამეორდა და ასევე, „რუსთავის მოქალაქის“ რჩეული სახელები.

გარდა ამისა, ხმის მიცემამდე შესაძლებელია ზოგიერთი სახელის განმარტების წაკითხვაც: რუ – მინიშნება რუსთავზე, სიტყვების თამაში, რადგანაც ქანდაკების მთავარი დეტალი არის სფეროსებური თავი – რუს თავი (ვიცოდით, რომ რთული მისახვედრი იყო).

იგი – მთავარი პერსონაჟი ჯ. ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მქონე ნაწარმოებიდან. „ყველასგან განსხვავებულია, წელში გამართული, არ ჰგავს დანარჩენ საზოგადოებას და ერთგვარი სარკეა საზოგადოების რეალური სახის არეკვლის. შემოქმედობითობისა და აზროვნების გამოხატულება. მოკლე, ლაკონიური და ღრმაარსიანი ისევე, როგორც იგი“.
ადინი – ფეისბუკგვერდი, რომლის მთავარ პერსონაჟს კოსმონავტის ჩაფხუტი ახურავს. ასევე, აბრევიატურა წიგნიდან „სიზმართმჭერი“. წიგნი მოგვითხრობს 4 მეგობარსა და უცხოპლანეტელების შემოსევაზე.იო – მარველის კომიქსების პერსონაჟის, მისტერიოს შემოკლებული ფორმა, რომელსაც თავზე მინის გაუმჭვირვალე სფერო ახურავს.სკაფანდარა – სიტყვების „სკაფანდრი“ და „კაფანდარას“ გაერთიანება. სკაფანდრი – ამ შემთხვევაში, კოსმონავტის სპეციალური ჩაფხუტიანი კოსტიუმი. კაფანდარა – გამხდრის სინონიმი.
ინდიგოიგივე ინდიგო ბავშვი – გავრცელებული თეორიის თანახმად, ბევრი თანამედროვე ბავშვი და მომავალი თაობები ფლობენ განსაკუთრებულ გონებრივ და ფიზიკურ, ზოგჯერ ზებუნებრივ შესაძლებლობებს. ისინი წარმოადგენენ ადამიანთა ახალ თაობას, რომელიც შეცვლის მომავალს. ინდიგო, იგივე იისფერი, გამოხატავს მათი ენერგეტიკული ველის შეფერილობას.გამარჯვებული შეირჩევა ყველაზე მეტი ხმის მქონე ოთხეულიდან და ავტორი, კონკურსის პირობების შესაბამისად, ამ ბიჭუნას გამოსახულებიან მაისურს მიიღებს.

შენიშვნა: კონკურსში გამარჯვებული ვერსია ბიჭუნას ოფიციალური სახელი შეიძლება ვერ გახდეს, თუმცა ზედმეტსახელი – აუცილებლად.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში თავად ქანდაკების ავტორი – მანუჩარ ოქროსცვარიძეც მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსის პირველ ეტაპზე საჭირო იყო რუსთაველი ბიჭუნასთვის ისეთი სახელის შერჩევა, რომელიც ადგილის იდენტიფიცირებაში დაეხმარებოდა მოქალაქეებს, მაგალითად:
-სად გნახო?
– აგერ, _______-თან ვდგავარ, მალე მოხვალ?“ 

ბიჭუნას ქანდაკება რუსთავში, მერიის მიმდენარედ, კოსტავას გამზირზე დგას.

„მინი“ – ხის, ტყავისა და თექის აქსესუარები

სოციალური პასუხისმგებლობა როგორც ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილი – “პროკრედიტ ბანკი”