in

წრიული რბოლის – “Rustavi International Challenge 2018“ – ფინალი რუსთავში

4 ნოემბერს, 12:00 საათიდან, წრიული რბოლის ფინალი „Rustavi International Challenge 2018“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, საქართველოს ჩემპიონის თასის მოსაპოვებლად, შეჯიბრებაში ქართველ მრბოლელებთან ერთად, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„გაიმართება ფინალური ეტაპი, სადაც შეჯამდება მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ქულები. გარდა ამისა, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, შედგება Legends by Legends (ვეტერანების რბოლა) – 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, 60+ ასაკის ვეტერანი მრბოლელები, 2 კაციანი ეკიპაჟით, Legend Car-ებით პრესტიჟის რბოლას ჩაატარებენ “.

ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტერიტორია დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი აქტივობებით

„12:00 საათზე გახსნის ცერემონიაა. 13:30-ზე დაიწყება რბოლა “Legend Cars“, 14:00-ზე კი გამარჯვებულების დაჯილდოება. რბოლა Formula Alfa /Youngtimers 14:15-დან აიღებს სტარტს, 14:55-ზე მათი დაჯილდოება გაიმართება. 15:05-დან -15:45-მდე რბოლა BMW Compact/Youngtimers, Touring 1600, Absolute შედგება, მათ შორის გამარჯვებულებს კი 15:45-დან დავაჯილდოებთ. ბოლო რბოლა, Legends by Legends 15:55-ზე დაიწყება, მათი დაჯილდოება 16:35-ზე“.

შეჯიბრების გარდა, საავტომობილო კლუბების ტექნიკისა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის სპორტული მანქანების გამოფენა გაიმართება.

[R]

პირველი ნოემბრიდან, ახალი საბანკო რეგულაციები არ ამოქმედდება

ნანა დიხამინჯია: „შენ ხომ იცი, ჰოდა, გააკეთე!“