22
Feb
2017

„რუსთავი 2-ის“ სარეკლამო მომსახურებაში ცვლილებებია

22 Feb 2017

ამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურება შიდარესურსიდან აუთსორს რეჟიმზე გავიდა და მას, 14 თებერვლიდან, „რუსთავი 2-ის“ მარკეტინგისა და გაყიდვების განყოფილების მაგივრად, შ.პ.ს. „მედია 1“ ახორციელებს. გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების მიმართულებას გაყიდვების მენეჯერი სალომე ლილუაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მანამდე, „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტებზე, ამავე მიმართულებით მუშაობდა.


სალომე ლილუაშვილი:
„ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, არხზე გაყიდვების მიმართულების გაძლიერება და სარეკლამო მომსახურების ხარისხის გაზრდაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული სამაუწყებლო კომპანიის გადაცემებში ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურების გაწევა. თუმცა, ჩვენს გუნდს „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების გაყიდვების მიმართულებით, მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც „რუსთავი 2-ისთვის”, ასევე დამკვეთი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები დავდოთ. ჩვენ მზად ვართ, არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან წარმატებულად თანამშრომლობისთვის“.

 

განხილვა