in

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სადგური განთავსდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე, ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება. ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციების შემცველობა.

BOG
BOG

ავტომატური სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ ახალ პორტალზე – http://air.gov.ge აისახება. იგი უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

ალადინის ტრეილერი გამოქვეყნდა

საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებას აფინანსებს