in

Marvel-ის კომიქსები უკვე ქართულად! — Rusty Comics

Rusty Comics ოთხი მეგობრისა და პარტნიორის მიერ შეიქმნა, კომიქსების მიმართ სიყვარულისა და ინტერესიდან გამომდინარე. ბექა ჯანელიძემ, გიორგი პეტრიაშვილმა, ალექსანდრე მაჭავარიანმა და ირაკლი გოგიჩაძემ დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტეს, საქართველოში კომიქსების მშობლიურ ენაზე კითხვის კულტურა შეექმნათ. „ჩავთვალეთ, რომ სწორი დროა, ჩვენს ენაზეც შეგვეძლოს კომიქსის კითხვა და მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში, „მარველის“ პირველი ქართული ოფიციალური TPB კომიქსები გამოვუშვით“.

bog
bog-mob

ამ დროისთვის ქართულ ენაზე ორი კომიქსია გამოცემული: „The Amazing Spider-Man — უკან საწყისებში“ და „The Avengers — დაშლა“. ამასთან, ორივე კომიქსის შემდგომი სერიები თვეში ერთხელ გამოვა. პირველი მათგანი 15, ხოლო მეორე — 13 სერიისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ რეალურად, კომიქსებში ყველაფერი ავთენტურია. ასე ვთქვათ, ნახატს ვერც შეეხები და ილუსტრაციები რომლებიც ტიპოგრაფიაა, არის ნათარგმნი. „შემდეგ სტილისტიკა იქნება ეს, ფერი, ფორმა თუ მისი ზომა ქართულ ასოებზეა მორგებული, რაც მარველმა ძალიან მოიწონა და შეაქო, რის გამოც კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით დიზაინერთა გუნდს, რომლებმაც ნამდვილად ძალიან კარგი და უმაღლესი ხარისხის სამუშაო გაწიეს“,აღნიშნავს რასთი კომიქსის გუნდი.

როგორც, Rusty Comics-ში ამბობენ, მათი მიზანი კომიქსების კითხვის კულტურისა და ინდუსტრიის შექმნაა. სჯერათ ქართული მრავალფეროვნების, რომელსაც უამრავი მსოფლიო დონის სუპერგმირის შექმნა და ზღაპრული სამყაროს დაბადება შეუძლია. „ამისათვის, პირველ რიგში, ყველა ფასეული და საინტერესო კომიქსის მშობლიურ ენაზე წაკითხვა უნდა იყოს შესაძლებელი“.

„რასთი კომიქსს“ ჯერჯერობით მხოლოდ Disney-სთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული, რაც მარველისა და დისნეის გრაფიკული ნოველების თუ კომიქსების სრულ კატალოგზე წვდომას გულისხმობს. შესაბამისად, სპაიდერმენისა და ევენჯერების ისტორიები მხოლოდ საწყისი ეტაპებია. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან — სამომავლოდ დიდი ოდენობით ლიცენზირებული, ქართულ ენაზე ოფიციალურად ნათარგმნი კომიქსების გამოცემაა გეგმაში.

„ასევე, დაგეგმილია ძალიან ბევრი მარკეტინგული კამპანია, რომლების მეშვეობითაც არა მარტო კომიქსების მოყვარულებს გავახარებთ და გავაოცებთ, არამედ არამოყვარულებსაც კი გავუჩენთ ინტერესს. სამომავლოდ კი მაღაზიაც გვექნება, სადაც ყველა კომიქსისა და კითხვის მოყვარულთათვის საყვარელი შესაკრები სივრცე შეიქმნება“, — ამბობს გუნდი.

კომიქსების შეძენა შესაძლებელია ონლიან რასთი კომიქსის სოციალურ პლატფორმებზე, მიწოდება ხდება შემდეგ დღესვე და მიტანა უფასოა. ფიზიკურად კომიქსების შეძენა შესაძლებელია სტამბა Books-ში და წიბახასთან ფაბრიკაში. მიმდინარე კვირის ბოლომდე კი ბიბლუსშიც გამოჩნდება, ხოლო შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კიდევ რამდენიმე წიგნის მაღაზიაში.

მეცნიერებმა 3D ბეჭდვისთვის ულტრაბგერები გამოიყენეს

„გამოწვევები წარმატებებად ვაქციეთ“ — კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდს აჯამებს