in

რუსო გიგინეიშვილი – #პირველისამსახური

რუსო გიგინეიშვილი 4
რუსო გიგინეიშვილი

პირველი სამსახური 20 წლისამ დავიწყე ტურისტულ კომპანია “გეორგიკა თრეველში”. ვაკანსიაზე ახლობლებისგან შევიტყვე, გამოვეხმაურე, მათაც მომცეს გიდისთვის საჭირო მასალები და შევუდექი საქმეს. ვუძღვებოდი როგორც პატარა, ისე დიდ (30 კაციან) ჯგუფებს. საქმიანობა სტრესული იყო, რადგან ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც ინფორმირების გარდა, ტურისტებში ინტერესის გაღვიძებასაც ითხოვს, ამასთან, საორგანიზაციო საკითხებიც მე მებარა და ყოველივე ეს საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ამ საქმიანობის წყალობით, მოვიარე მთელი საქართველო, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, გავეცანი საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, საიდანაც ჩემი ტურისტები ჩამოდიოდნენ, მეტი გავიგე მათ კულტურაზე და ა.შ. ანაზღაურება არ იყო მაღალი, მაგრამ საქმიანობა იმდენად მომწონდა, ენთუზიაზმზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა მეორე სამსახურში, სადაც ივენთ-მენეჯერი ვიყავი და უკვე ვიცოდი, რა ადგილები შემერჩია ხოლმე ივენთისთვის. პირველ სამსახურში შეძენილ უნარ-ჩვევებს დღემდე ვიყენებ. რუსო გიგინეიშვილი – Saatchi & Saatchi Tbilisi-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

რუსო გიგინეიშვილი 2

რუსო გიგინეიშვილი 3

რუსო გიგინეიშვილი 1

ცნობილი სახეები დაკარგული ადამიანების საპოვნელად – BBDO–ს სოციალური კამპანია

ანკა სტურუა-მელიქიშვილი – #პირველისამსახური