in

Window project-ი წარმოგიდგენთ რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენას: “ქალღმერთებზე და ქალებზე”


18 მარტს გალერეა Window Project-ში რუსუდან ხიზანიშვილის გამოფენა “ქალღმერთებზე და ქალებზე” გაიხსნა. გამოფენა 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ექსპოზიციის სტრუქტურაზე და დიზაინზე იმუშავა ახალგაზრდა ხელოვანმა ლადო ლომიტაშვილმა.

აქ წარმოდგნილ 2018-2021 წლის ნამუშევრებს ძაფივით გასდევს რუსუდან
ხიზანიშვილის უკანასკნელი თხუთმეტი წლის სახელოვნებო პრაქტიკის თემები.
მთავარ ადგილზე ძლევამოსილი ქალები დგანან – მათი ფრაგმენტული,
ნაწილებად დაშლილი, მზრუნველი და ზოგჯერ აგრესიული სხეულები,
მისტიკური, ჩრდილოვანი ფიგურები, სფინქსები და მცენარეული ფორმები.
მიუხედავად იმისა რომ ქალები ცენტრში არიან, მაინც ანონიმურებად რჩებიან,
როგორც ეს საქართველოში ხშირად ხდება ხოლმე. ხიზანიშვილის სცენოგრაფიაში
ცენტრალურ ფიგურებს სახელი არ ჰქვიათ. თუმცა, შესაძლოა ვივარაუდოთ მათი
იდენტობა. დალი, მედეა, თინათინი, თამარი, ნესტანი, ღვთისმშობელი, ვენერა –
სიმბოლურად წარმოდგენილები სახეებში, ფიგურებში, ქმედებებსა და
კომპოზიციებში.

იმის ნაცვლად, რომ წარსულის რომანტიკულ ვერსია შემოგვთავაზოს, სადაც ქალი
მორჩილი და შეუხებელია, ხიზანიშვილს გადააზრებული აქვს ეს ტრადიცია და
ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში ახალი დინამიკა შემოაქვს. მცირე ზომის
პორტრეტების გარდა, მხატვარი ტილოს კაფსულაში ათავსებს ქმედებას,
რომელიც თითქოს გრავიტაციის კანონს სცდება. დედის ტრადიციული არქეტიპი
წინააღმდეგობაში შედის თავისუფლად მოქმედი ქალის ხატთან რომელიც
ძლიერი და ზოგჯერ ცბიერია. ქალები რომლებსაც ვხედავთ თავად წერენ საკუთარ
სცენარს.

როგორც დალი, ნადირობის ქალღმერთი, ხიზანიშვილი ადამიანებს მხეცებად გადააქცევს და პირიქით, მხეცებს ადამიანებად. ეს ტრანსფორმაციები
მიგვანიშნებს დედამიწისა და ადამიანების გადაჯაჭვულობაზე, სახეობათა შორის
ტრანსმუტაციაზე. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ხიზანიშვილის შექმნილი
კერამიკა ასევე ხაზს უსვამს მიწასთან კავშირს. თიხის ფრაგმენტული ობიექტები
სხვა არაფერია თუ არა ხიზანიშვილის ხედვის სამგანზომიალებიანი
რეპრეზენტაცია. წარმოდგენილი თიხის გვირგვინი ყველა ქალის და ამავე დროს
თამარ მეფის სიმბოლური გვირგვინიცაა.

ხიზანიშვილი ავსებს სიცარიელეს წარსულსა და მომავალს შორის, ქმნის ახალ
ტრადიციას. ეს ტრადიცია ერთნაირად ეფუძნება შუა საუკუნეების ფრესკებს,
მატისის ხელოვნებას და მუნკის პლასტიკას, თუმცა ამავედროულად

თანამედროვე ფიგურატიული მხატვრობის გამოვლენაა. Outsider ხელოვნებაზე
შეყვარებული, შთაგონებული ნიკ ქეივის, კარა უოლკერისა და პაოლა რეგოს
ხელოვნებით, მხატვარი წერს ახალ კანონს. მისი ნახატები ესთეტიურად
დახვეწილია, მაგრამ სადისკუსიო მასალასაც გვთავაზობენ. ხელოვნების ამ
ორმაგი ფუნქციის გამოყენებით ხიზანიშვილი განაცხადს აკეთებს ქალთა როლზე
ქართულ საზოგადოებაში. თანამედროვე ქალებს ყოფნით სიმამაცე და ძალა, და
აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა იმისთვის რომ გასცდნენ ტრადიციულ არქეტიპებს,
გამოსცადონ ახალი, მათი აღზრდისგან დამოუკიდებელი იდენტობები რომლებსაც
თავად აირჩევენ.

თუ ეს ყოველივე მოცემულია ხიზანიშვილის მძაფრ ტილოებსა და მგრძნობიარე
კომპოზიციებში, მაყურებელისგან საჭიროა, უფრო ღრმად იძიოს და იპოვოს
საკუთარი ჭეშმარიტებები. ახალი ტრადიცია კი უკვე აქ არის.


iPhone-ის დამტენის გარეშე გაყიდვისთვის Apple 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

კრიპტო ხელოვნება შესაძლოა, მუსიკოსების შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცეს