in

რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი მე-18 საუკუნის ბრენდის საათზე – „ქრონოგრაფის“ ახალი პროექტი

მე-18 საუკუნეში, შვეიცარიაში, Jaquet Droz-ს შექმნისას, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს საათები ბევრ დროს გაუძლებდა. თან ისე, რომ დროის გარდა, ამბებს მოუყვებოდა ადამიანებს. ბრენდის მთავარი სლოგანიც ხომ ეს არის – “Some watches tell time, some tell a story (ზოგი საათი დროს, ზოგი კი ამბავს გიყვებათ).

ეს შესაძლებლობა „ქრონოგრაფმა“ გამოიყენა და მსოფლიოში ერთადერთი, Jaquet Droz-ს ექსკლუზიური მაჯის საათი შექმნა, რომელის ციფერბლატზეც ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატია დატანილი, ნახატის სახელწოდებაა “ქალი ფრინველით”.

„პროექტის იდეა 2019 წელს დაიბადა. მას შემდეგ, ყველა დეტალზე Jaquet Droz-თან და რუსუდან ფეტვიაშვილთან ერთად ვიმუშავეთ. საბოლოოდ კი შეიქმნა ეს უნიკალური მაჯის საათი. ნახატი, რომელიც ამ მოდელისთვის შეიქმნა, ერთადერთია და ის საათს მოჰყვება“.

შვეიცარული საათების ბრენდი “Jaquet Droz” 1738 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია საათების მოყვარულთათვის. ის ლუქს კატეგორიის ბრენდებს მიეკუთვნება და მისი ყველა მოდელი გამორჩეული და ექსკლუზიურია.

ემალიზაცია “Grand Feu” ხელწერაა, რომელსაც “Jaquet Droz”-ს ექსპერტები მე-18 საუკუნის შემდეგ ქმნიან, წარმოების ტრადიციული მეთოდებისა  და უახლესი თაობის ტექნოლოგიასთან შერწყმით. რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატით გაფორმებული საათის შექმნისას სწორედ ეს ტექნიკა გამოიყენეს. “Grand Feu” მუდმივად ახლებურად ახსნილი და გადმოცემულია ბრენდის თანამედროვე კოლექციებში.

„ყოველი ემალის ნაჭრის დასრულების შემდეგ, საათები გადმოსცემენ სილამაზეს და ბრწყინვალებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აოცებდა “Jaquet Droz” საათების მოყვარულთ“.

თითქმის, სამი საუკუნეა რაც “Jaquet Droz” გასაოცარი სრულყოფილებისა და კრეატიულობის ნიმუშად არის აღიარებული. ამ ბრენდს ექსკლუზიურობაც ემატება და თავისი “უნიკალურობის ფილოსოფიით“, მომხმარებელს აძლევს შანსს, თავის გემოვნებას მოარგონ საათის ციფერბლატი და ასე გააგრძელოს “Jaquet Droz Ateliers d’Art”-ის მემკვიდრეობა.

“ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონოგრაფისთვის, რადგან ვთვლით რომ მსოფლიო ბაზარზე ქართული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს“.

 

[R]

Night Vision Production-მა Covid-19-ის ციფრული პერსონაჟი შექმნა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს ბრეიქდანსიც დაემატა