უკრაინაში შეჭრილმა რუსმა ჯარებმა ქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ივანკოვოში, გაანადგურეს მუზეუმი, რომელშიც უკრაინელი ხალხური მხატვრის მარია პრიმაჩენკოს 25 ნამუშევარი ინახებოდა. სამწუხაროდ, შენობა და იქ განთავსებული სურათების ნაწილი დაზიანდა, თუმცა, როგორც ამბობენ, მათი აღდგენა შესაძლებელია.
“ბევრი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი თუ არქეოლოგიური ადგილი ეწირება საარტილერიო დაბომბვასა და მძიმე სამხედრო სატვირთო მანქანების უკონტროლო გადაადგილებას”, — წერს ვიშგოროდის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის დირექტორი ვლადა ლიტოვჩენკო.
ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, ასეთ მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენს ივანკოვის მუზეუმის განადგურება. თვითნასწავლი მხატვარი 1909 წელს დაიბადა რეგიონში და მისი ფერადოვანი ხალხური სურათები ფართოდ იყო გავრცელებული — დაწყებული მასშტაბური გამოფენებით, დასრულებული ქვეყნის საფოსტო მარკებით. 1966 წელს მხატვარს ტარას შევჩენკოს ეროვნული პრემიაც მიენიჭა. 2009 კი UNESCO-მ სწორედ მარია პრიმაჩენკოს წლად გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა მუზეუმი გაანადგურეს, უკრაინამ იუნესკოს მოუწოდა, რუსეთს ორგანიზაციის წევრობის უფლება ჩამოერთვას. “შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ისტორიული ძეგლების დაცვის საერთაშორისო მოძრაობის შექმნის იდეა იუნესკოს ძირითად პრინციპებშია ჩადებული. 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია სისტემატურად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კონვენციებს, განსაკუთრებით ყირიმის ნახევარკუნძულზე”, — აცხადებს ლიტოვჩენკო.
ლიტოვჩენკოს თქმით, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ, უკვე მიმართა იუნესკოს რუსეთის წევრობის გაუქმების მოთხოვნით.
Russian forces burn #museum with paintings of Maria Prymachenko.
A history museum in Ivankiv town, Kyiv Oblast, was destroyed by a Russian attack, according to Ustyna Stefanchuk, an art collector. The museum had about 25 works by famous Ukrainian artist Prymachenkoю pic.twitter.com/sVJD8Eru6h
— Shah Basit (@journoShahBasit) February 28, 2022











