რეკლამისა და ბლოკბასტერების ფანებს ნამდვილად მოეწონებათ Apple TV+ გამოწერის ახალი უპირატესობა — Ryan Reynolds+. მისი ფილმის, სახელწოდებით Spirited, პოპულარიზაციის ფარგლებში, კომპანიამ კრეატიული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.
ალბათ, ბევრ თქვენგანს უნახავს Apple-ის კონფერენციები, სადაც ახალ და განახლებულ პროდუქტებს წარადგენენ. შესაბამისად, გარკვეული წარმოდგენაც გექნებათ, როგორ განიხილავენ, მაგალითად, აიფონს. ახლაც ასეა — სიუჟეტის მთავარ როლს რაიან რეინოლდსი ასრულებს, რომლის შესახებაც ისე საუბრობენ, თითქოს აიფონი იყოს. „ახალ რაიან რეინოლდს სამჯერ მეტი ემოციური დიაპაზონი აქვს და დატვირთულია ხუთი სიმღერით და ოთხი ცეკვით“.
იუმორში თუ ავყვებით, როგორც ჩანს, დეველოპერებმა არ გაითვალისწინეს, რომ Ryan Reynolds+-ის გაძლიერებული ემოციური შესაძლებლობები მეტ მღელვარებასაც მოიცავს. ამიტომაც, ბუნებრივია რაიანის გაღიზიანება და ბოლო სცენიდან გასვლა.