in

რაიან რეინოლდსი ცდილობს, კიბოს პრევენციისადმი ცნობიერება გაზარდოს

მსახიობი და უელსის საფეხბურთო გუნდის Wrexham AFC-ის თანამფლობელები რაიან რეინოლდსი და რობ მაკელჰენი უძღვებიან კამპანიას, სახელწოდებით Lead from Behind. მათ სურთ, ცნობიერება გაზარდონ იმის შესახებ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო პრევენციულია. 

ბრუკს ბელისა და კოლორექტალური კიბოს ალიანსის კამპანიაში 45 წლის მამაკაცებს ნახავთ, რომლებმაც მეგობრული შეთანხმება დადეს — თუ მაკელჰენი უელსურს ისწავლიდა, რეინოლდსი მის კოლონოსკოპიას გააშუქებდა…

მე ბევრჯერ ვყოფილვარ კამერის წინ, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსხვილი ნაწლავის ჩვენება მომიწია. პროცედურა და მომზადება უმტკივნეულო იყო, მაგრამ გადაღებისა და პროცესის გაზიარების დისკომფორტი ყველაზე რთული ნაწილი აღმოჩნდა. თუმცა მე და რობმა ეს გავაკეთეთ, რადგან გვსურს, რომ პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენი პროცედურა ნაკლებად იდუმალი და სტიგმატიზირებული იყოს“, — ამბობს რეინოლდსი. 

საინტერესოა ისიც, რომ Lead From Behind-ის კამპანია Reynolds-ის კრეატიულ სააგენტოსთან Maximum Effort-თან და ბრენდის მარკეტერთან ქრისა ფაილაითსთან პარტნიორობით შეიქმნა.

მაკელჰენი განმარტავს: მე და რაიანი წელს 45 წლის გავხდით. ეს კი მხოლოდ პატარა რიტუალია, რომელსაც თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მართალია, პროცედურა ადამიანებს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს, მაგრამ კიბოს ქონას ნამდვილად სჯობს. ჩვენ ამით გართობა გვინდოდა, ან რატომ არ უნდა გავხადოთ იგი სახალისო, საშიშის ნაცვლად?!.

ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ წელს 150 000 ადამიანს დაუსვეს კოლორექტალური კიბოს დიაგნოზი, მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ — მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია.

როგორ აცოცხლებს Ikea-ს ავეჯი სახლს? — ახალი ვიდეორგოლი

რა განაპირობებს ბრენდის მომხმარებლების ზრდას?