in

რეკლამის შესაქმნელად, რაიან რეინოლდსმა ChatGPT გამოიყენა

როდესაც რაიან რეინოლდსი სარეკლამო ასპარეზზე გამოჩნდა, მან გარშემომყოფები აღაფრთოვანა თავისი კომედიური წარმოდგენით. როგორც ჩანს, ის ინდუსტრიაში ახალი გზების გამოცდასაც არ ერიდება — ახლა გადაწყვიტა, ხელოვნური ინტელექტი, კერძოდ ChatGPT, გამოეყენებინა თავის მფლობელობაში მყოფი Mint Mobile-ის რეკლამის შესაქმნელად.

ამ უახლესი AI მოდელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ იგი სრულიად უფასოა ზოგადი გამოყენებისთვის, შეზღუდვების გარეშე. ამრიგად, Mint Mobile-ის სარეკლამო ბიუჯეტი ნულამდე დაიყვანეს — ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას დაევალა, კომპანიისთვის სცენარი დაეწერა, რომელიც სახალისო ხასიათის იქნებოდა და სადღესასწაულო აქციასაც შეეხებოდა.

აი, რა მიიღეს შედეგად:

„გამარჯობა, ეს რაიან რეინოლდსია.

პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, ვთქვა, რომ Mint Mobile is s**t, მაგრამ საქმე ამას არ ეხება. ახლა ყველა მსხვილი კომპანია ასრულებს სადღესასწაულო აქციებს… Mint Mobile კი — არა. ბრენდი მხარს უჭერს წვეულებას, რადგან ჩვენ ძალიან კარგები ვართ“.

Ikea-ს ახალი რეკლამა თანაგრძნობისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე გვიყვება

ვებდიზაინის 5 ტრენდი 2023 წლისთვის