ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair, საქართველოში შემოდის. ხელშეკრულებას, დღეს, 21 აგვისტოს, ხელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაახლოებით, 2 თვის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემაც გააკეთა განცხადება. როგორც მაშინ აღინიშნა, საუბარი თბილისისა და ქუთაისიდან აეროპორტებიდან ფრენების შესრულებაზე მიმდინარეობდა.
Ryanair ირლანდიაში, დუბლინში, 1984 წელს შეიქმნა. თავდაპირველად მხოლოდ უოტერფორდიდან ლონდონის მიმართულებით ასრულებდა რეისებს. დღეს კი ავიაკომპანია, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და 13 000 თანამშრომელი ჰყავს.
საქართველოსა და Ryanair-ს შორის მოლაპარაკებები, დაახლოებით, 2 წლის წინ დაიწყო.













