ყველას გვახსოვს Ryanair-ის Face-Off კონკურსი ინსტაგრამზე, სადაც, წარმოუდგენელი სხვაობით, ევროპის ისეთი ქალაქები დავამარცხეთ, როგორებიცაა: რომი, პარიზი, ლონდონი, ბარსელონა…
McCANN Tbilisi დაუკავშირდა Ryanair-ის მარკეტინგის გუნდს და ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა ადამიანებთან, ვინც Face-Off კონკურსი დაგეგმა. ზუსტად ამ კონკურსის წყალობით, თბილისი, „რეინეარის“ გამოკითხვით, 2020 წლის საუკეთესო სამოგზაურო ადგილი გახდა.
M: როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა Ryanair-თან და ერთობლივი სამომავლო გეგმები თუ გაქვთ?
კამპანიის ფინალური შებრძოლების დღეს, Ryanair-ის წარმომადგენლობას დავუკავშირდით და კონკურსი შესახებ აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ. ჩვენ ვფიქრობთ, ეს დიდი გამარჯვებაა თბილისისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისათვის. ასევე, დარწმუნებულები ვიყავით, რომ კამპანიაში ჩართული თითოეული ადამიანისათვის საინტერესო იქნებოდა კულისებში შეხედვა და გაგება, თუ რა ხდებოდა „რეინეარში“ მაშინ, როდესაც ქართველები აქტიურად ვიბრძოდით თბილისის გამარჯვებისათვის.
საბოლოო ჯამში, MCCANN Tbilisi-მა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, Rooms Hotel Georgia-სა და ტურისტული სააგენტო Travelfy-ს მხარდაჭერით, ერთობლივი კამპანია დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც, Ryanair-ის სოციალური მედიის მენეჯერი ეწვევა თბილისს, რომ მხოლოდ შორიდან კი არა, ადგილზე დარწმუნდეს, რომ თბილისი ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი. ვიზიტის ბოლოს, ჩვენი პარტნიორებისა და Ryanair-ის მონაწილეობით, MCCANN Tbilisi ერთობლივ ვორკშოპს გამართავს, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.
[პარტნიორის კონტენტი]