სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ Ryanair-ის ინსტაგრამ გამოკითხვაში, თუ რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები, თბილისმა გაიმარჯვა.
კომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოკითხვის შედეგად პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. პირველ ეტაპზე თბილისმა რომი (71% 29%-ის წინააღმდეგ) და სანტორინი (70/30-ის წინააღმდეგ) ჩამოიტოვა უკან, მეოთხედფინალში კი პარიზი 20/80-ზე დაამარცხა. შემდეგ კი ფინალში თბილისმა ბარსელონა დაამარცხა.