გასულ კვირას დედამიწაზე იაპონურმა კოსმოსურმა ხომალდმა, Hayabusa 2-მა ავტრალიის უდაბნოში ჩამოაგდო კაფსულა, რომელშიც ასტეროიდ რიუგუდან აღებული სინჯები იყო მოთავსებული.
ახლა კი მეცნიერებმა დადაასტურეს, რომ იაპონიის კოსმოსური ზონდის მიერ დედამიწაზე ჩამოტანილ კაფსულაში ნაპოვნია ასტეროიდ რიუგუზე არსებული შავი ქვიშა. ზონდმა შეაგროვა ზედაპირის მტვერი და ზედაპირს ქვემოთ არსებული ხელუხლებელი მასალა.
იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) გამოაქვეყნა მეტალის ყუთში მოთავსებული ქვიშის მცირე ნარჩენის სურათი – ეს არის უპრეცედენტო ექვსწლიანი მისიის შედეგების პირველი მიმოხილვა.
სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მტვერი კაფსულის გარე გარსშია, უფრო მნიშვნელოვანი ნიმუშების აღმოჩენას კი შიდა კონტეინერის გახსნის შემდეგ უნდა ველოდეთ.
Hayabusa 2-ის ნიმუშების ნახევარი გადანაწილდება JAXA- ს, აშშ-ს კოსმოსურ სააგენტოს NASA-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, დანარჩენი კი შემდგომი შესწავლისთვის ინახება.