ჯონ ედვინ გარატის მიერ 1925 წელს დაარსებული Ryvita მაშინ გამოჩნდა ბაზარზე, როდესაც სამყარო გაცილებით მარტივი, მომხმარებლის არჩევანი კი მეტად შეზღუდული იყო. ჭვავის პურის კომპანია ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც ჯანსაღი კვების სახელით პოზიციონირებენ.
Ryvita-ს გამოჩენის დროიდან საზოგადოების დამოკიდებულება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანაც, ჯანსაღი საკვების კატეგორიაში დიდი კონკურენციაც გაჩნდა. შედეგად, აღნიშნულ ბრენდს, ჯანსაღ ალტერნატიულ გარემოში პოზიციის გასამყარებლად, დიდი ბრძოლა დასჭირდა. ამის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს რებრენდინგი წარმოადგენს — ბრენდინგის სააგენტო Springetts-მა კომპანიის აქტუალობის აღდგენაზე იზრუნა.

სააგენტოს თქმით, მთავარი გამოწვევა ბრენდისთვის „ახალი აზროვნების, მეტი თავდაჯერებულობის, მეტი დამოკიდებულების და არომატის შექმნა იყო“. ახალი იდენტურობის ძირითადი დიზაინის ელემენტები Ryvita-ს გამორჩეულ კაშკაშა წითელი ბრენდის ფერს ინარჩუნებს. ასევე, ვხედავთ sans-serif ლოგოს გამარტივებულ ადაპტაციას.
მთლიანობაში, რებრენდინგი ემსახურება როგორც ახალი ენერგიის დანერგვას, ისე ძველი ცნობადობის ელემენტების შენარჩუნებას.














