in

მოგზაური მხატვარი და S pen–ით შექმნილი ილუსტრაციები Samsung-ის კამპანიაში

იმისათვის, რომ Samsung Note7–ის ფუნქციების შესახებ მომხმარებელმა უფრო მეტი  უკეთ შეიტყოს, კომპანიამ დახმარება ახალგაზრდა მხატვარს ტიმოთი გუდმანს სთხოვა.

BOG

 

 

კამპანიის ფარგლებში, მხატვარი ამერიკის გარშემო სხვადასხვა ადგილებს სტუმრობს და სმარტფონში “S pen”–ის საშუალებით ჩანახატებს აკეთებს. ტური ნიუ–იორკიდან დაიწყო და სიეტლში დამთავრდება.

გუდმანის შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, ქუჩის უბრალო ლამპიონიდან დაწყებული, რომელიმე პრესტიჟული სასტუმროს არქიტექტურით დამთავრებული, ამიტომ, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის თან ჰქონდეს საჭირო ნივთები. გარდა ამისა, Samsung–ი ნებისმიერ მსურველს აძლევს კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობას, მათ შეუძლიათ საინტერესო ფოტოები გააგზავნონ კომპანიის ოფიციალურ Web გვერდზე, ხოლო საუკეთესოს გუდმანი თავისი ილუსტრაციების ნაწილად აქცევს.

ახალგაზრდა მხატვრისა და Note7–ის საილუსტრაციო ამერიკული მოგზაურობა 9 სექტემბერს დამთავრდება და კომპანიაც მაშინვე გამოაქვეყნებს “S pen”–ით შექმნილ შედევრს.

Andrey Logvin about overcoming the virtuality and return the feelings in commercial communications at Ad Black Sea 2016

სმარტფონი საჭესთან და მისი სავალალო შედეგები – AT&T–ის სოციალური კამპანია