26
Mar
2015

S7 Airlines-ის კამპანია – “მინდა იქ, სადაც …. “

26 Mar 2015

კობი
კობი


რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია S7-მა თავისი სარეკლამო კამპანია ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოს “W+K”-ს შეუკვეთა. პროექტის  #ХОЧУТУДАГДЕ პრინტების სერიას და სარეკლამო რგოლს მოიცავს.

S7 სურს თავის მომხმარებელს აჩვენოს რა მშვენიერია მთელი სამყარო და ამის სანახავად აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. ყველაფერია რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, რაზეც ოცნებობთ, მთავარია მოისურვოთ და ყველაფერს ნახავთ.

პროექტის ფარგლებში პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეს. S7-მა და “W+K”-მ ნამდვილ “მეოცნებეებს” – ბავშვებს მიმართეს და სთხოვეს წარმოედგინათ საოცნებო სამყარო. მიღებული შედეგი რეკლამის სახით წარმოადგინეს.

კამპანიის დროს S7-ის საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია კამპანია გააგრძელოს და ფრაზა Хочу туда, где… თავისი ვარიანტი შესთავაზოს. ასევე, შეგიძლიათ აირჩიოთ  ადგილამდე გასაფრენად იოლი მიმართულება. საკუთარი ადგილის დაფიქსირება Facebook-ზეც შეიძლება თუ ჰეშტეგს #ХОЧУТУДАГДЕ გამოიყენებთ…

34 5

 

1-1 2

განხილვა