ახალი სმარტფონების ყველაზე ექსტრემალური საშუალებებით გამოცდა მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები სხვადასხვა “სასტიკ” გამოცდებს უწყობენ ხოლმე თავიანთ პროდუქციას იმისათვის, რომ გამძლეობას უფრო უკეთ გაუსვან ხაზი. სწორედ ასე, შვედურმა სატელეფონო კომპანია Swisscom-მა გადაწყვიტა თავის ქსელებში არსებული Samsung Galaxy S8-ის მწარმოებლის მიერ დაპირებული ყველა ნიშან-თვისება, ერთგულ მომხმარებელთან ერთად, საგულდაგულოდ შეემოწმებინა და ამისთვის ძალიან ორიგინალური, თანაც შთამბეჭდავი კამპანია განახორციელა. ერთ მშვენიერ დღეს სმარტფონების სანახავად მოსულ მომხმარებელს ბრენდმა მაცდური წინადადება შესთავაზა, გამოეცადათ ახალი Galaxy S8 ყველაზე წარმოუდგენელ პირობებში და თავადვე დარწმუნებულიყვნენ, რამდენად შეეფერება შეფუთვაზე მითითებული მახასიათებლები რეალობას. გარდა იმისა, რომ S8-მ გამოცდაში მონაწილე მოხალისეებთან და ქალთევზებთან ერთად, წყალში უპრობლემოდ იცურავა, ასევე სიმაღლიდან ხტომასაც გაართვა თავი და ჰაერში, შებინდებისას, ულამაზესი ფოტოებიც გადაიღო. რთულია, ასეთი შემოწმების შემდეგ ამ სმარტფონში კიდევ ეჭვი შეგეპაროს.