in

სააღდგომო ბაზრობა და სახალისო აქტივობები ბაზარი ორბელიანზე

ორბელიანის ბაზარზე სასიამოვნო სააღდგომო ფუსფუსია! 2-18 აპრილს აქ სადღესასწაულო ბაზრობას მასპინძლობენ, რომელზეც თავს 20-მდე სხვადასხვა მწარმოებელი იყრის და თავის უგემრიელეს ტკბილეულს გვთავაზობს. ბაზრობაზე მისულებს პასკების მრავალფეროვანი და ორიგინალური არჩევანი დაგვხვდება, სადაც ჩვენი გემოვნების შესაბამის პასკას აუცილებლად ვიპოვით და შეიძლება ახალი გემოებიც აღმოვაჩინოთ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ბაზრობაზე მრავალი სახალისო აქტივობაცაა დაგეგმილი. მაგალითად, 15 აპრილს გაიმართება ქალაქის პასკების ყველაზე დიდი კონკურსი, სადაც გამოვლინდება 2023 წლის საუკეთესო პასკა (ბრმა დეგუსტაციის მეთოდით, რომელიც  14-15 აპრილს გაიმართება).  13-15 აპრილს შეგვიძლია პატარებთან ერთად ვესტუმროთ ბაზარს, რადგან ამ დღეებში პასკებისა და კვერცხების მოხატვის მასტერკლასები ჩატარდება. 

ყველაზე მთავარი აქტივობა კი საქველმოქმედო ხასიათისაა, რომლის მიზანიც მოხუცების დახმარებაა. ამ აქციის ფარგლებში რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი:

  • ბაზარი ორბელიანის კვების ობიექტებში მომხმარებელს ინფლუენსერები მოემსახურებიან და მათ მიერ გამომუშავებულ tips-ებს ბაზარი ორბელიანი გააორმაგებს. თანხა სრულად გადაეცემა მოხუცებულთა თავშესაფარს.
  • სააღდგომო ბაზრობაზე, ცალკე გამოყოფილ, ბრენდირებულ ადგილას, მომხმარებელს დამატებითი პასკის შეძენა შეეძლება, რომელსაც მოხუცებს გადასცემენ საჩუქრად.
  • გასტრო სკოლა მოხუცებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს.
  • ხუთშაბათს, 13 მარტს კი შეიღებება კვერცხები და შეგროვილ პასკებთან ერთად გადაეცემათ იმ მოხუცებს, რომლებიც ვერ ახერხებენ აღდგომის სათანადოდ შეხვედრას.

ასეთი საინტერესო დღეებია დაგეგმილი ბაზარი ორბელიანზე, რომლებიც უკვე მიმდინარეობს და შეგიძლიათ 18 აპრილის ჩათვლით ესტუმროთ, რათა სასურველი აქტივობა აღმოაჩინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

[R]

AI რეკლამირების ახალ ეპოქას გვთავაზობს?!

როგორ უნდა იპოვოთ სამსახური LinkedIn-ზე თქვენი უნარებით?