in

რჩევები სააღდგომო მარკეტინგის სწორად დასაგეგმად

აღდგომა არ არის მხოლოდ კვერცხების შეღებვა, პასკის გამოცხობა, შოკოლადის კვერცხებით მაგიდის გაფორმება და კურდღლებიანი დეკორაცია, ის დღესასწაულია და ოჯახური შეკრებების დროა, თუმცა, ასევე, საუკეთესო პერიოდია გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამ დროს მყიდველები ეძებენ საჩუქრებს, დეკორაციებსა და სადღესასწაულო კერძებს, რაც აღდგომას ოქროს შესაძლებლობად აქცევს თქვენს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. 

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ მარკეტინგულ იდეებსა და ტენდენციებს, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ და გაყიდვები გაგაზრდევინოთ.

შექმენით ექსკლუზიური სააღდგომო აქციები

იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება გაუხარდეს მომხმარებელს თქვენი ბიზნესისგან. შექმენით აქცია, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შესთავაზებდით აუდიტორიას და არა ნებისმიერ დროს; დაურთეთ ამ აქციას მიმზიდველი ვიზუალი და ქოფი, რომელშიც აუცილებლად იქნება აღნიშნული დღესასწაულთან დაკავშირებული საკვანძო ფრაზები.

პროდუქტების დახარისხება 

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური მაღაზიისთვის, ცალკე იყოს გამოყოფილი აღდგომის თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქცია. ეს დაეხმარება მომხმარებელს, უფრო სწრაფად იპოვონ სასურველი ნივთი. არ დაგავიწყდეთ გაზიარება სოციალურ მედიაში სათაურით „„აღდგომის საჩუქრები ბავშვებისთვის“, „სადღესასწაულო დეკორაცია” და ა.შ.

გაზარდეთ ჩართულობა კონკურსებით

ინტერაქციული კამპანიები მშვენიერი ინსტრუმენტია მომხმარებლების ჩართულობის გამოსაწვევად. შეგიძლიათ, გაათამაშოთ საჩუქარი შემთხვევითობის პრინციპით, შესთავაზოთ თამაში ან ვიქტორინა, რათა პროცესი უფრო სამართლიანი გამოჩნდეს. გავრცელებულია, აგრეთვე, ფოტოკონკურსი. მაგალითად, სთხოვეთ თქვენს მომხმარებლებს, გადაიღონ ფოტო თქვენს პროდუქტთან ერთად და ატვირთონ კომენტარებში, საუკეთესო კი თქვენმა გუნდმა გამოავლინოს ან მოწონებების მიხედვით გადაწყდეს.

„ხელნაკეთი” ვიდეოები

დადეთ ისეთი ვიდეოები, სადაც გამოჩნდება, თუ რას აკეთებთ საკუთარი ხელით, როგორ ფუთავენ პროდუქტს თქვენი გუნდის წევრები და სხვა მსგავსი კონტენტი. მსგავსი ტიპის გასართობი შინაარსი აუდიტორიის ჩართულობას საკმაოდ ზრდის და დიდი შანსია, რომ გაყიდვებზეც აისახოს. როცა ხედავ, როგორ მზადდება სააღდგომო კალათა, გიჩნდება სურვილი, ის შენს სახლშიც იდოს ან საყვარელ ადამიანს გაუგზავნო საჩუქრად.

ამბის თხრობა, როგორც აუდიტორიასთან დამაკავშირებელი მთავარი გზა

გააზიარეთ მნიშვნელოვანი ისტორიები თქვენს აუდიტორიასთან და მომხმარებლებიც წაახალისეთ, რომ თვითონაც მოჰყვნენ სააღდგომო ტრადიციების შესახებ, რომელიც ყველა ოჯახს თავისებური აქვს. ამით დაამყარებთ მჭიდრო კავშირს თქვენს აუდიტორიასთან და მათთვის საინტერესო ბრენდი გახდებით, რომელთანაც უფრო მეტი ურთიერთობა აქვს, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის/სერვისის მოხმარებაა.

წაახალისეთ შესყიდვები ვებსაიტზე

ვებსაიტზე შეგიძლიათ, მთავარ გვერდზე გამოიტანოთ ის პროდუქტები, რომლებიც ამ თემასთან არის ახლოს და ასევე, მარაგში ბევრი აღარ გაქვთ დარჩენილი. სააღდგომო ჭურჭელი, სანთლები, სათამაშოები და მსგავსი პროდუქტი ყოველთვის ინტერესის საგანია ასეთ დროს. ჩაუშვით ისინი, მაგალითად, სამდღიანი სააღდგომო ფასდაკლებით და არ დაგავიწყდეთ სოციალურ ქსელში ამ ამბის გაზიარება ვებსაიტის ბმულთან ერთად.

იმეილმარკეტინგი

იმეილმარკეტინგი ყოველთვის კარგი აზრია და, განსაკუთრებით, სადღესასწაულო პერიოდში. გახსოვდეთ, რომ თქვენი მომხმარებელი შეიძლება იყოს სხვა ბიზნესის წარმომადგენელიც, რომელიც სააღდგომოდ კორპორაციულ სასაჩუქრე ყუთებს ეძებს. ამ შემთხვევაში იმეილმარკეტინგი საუკეთესო გამოსავალია მათ დასაინტერესებლად.

რამდენიმე დამატებითი რჩევა სააღდგომო კამპანიების წარმატებისთვის

დაიწყეთ ადრე – მყიდველები ხშირად ეძებენ შემოთავაზებებს დღეებით, ზოგჯერ კვირებით ადრეც კი. 

გამოიყენეთ სადღესასწაულო დიზაინი: სააღდგომო ფერებისა და გამოსახულებების დამატება, როგორებიცაა პასტელური ფერი, კურდღლები და ა.შ., თქვენს პოსტებს უფრო მხიარულსა და მიმზიდველს გახდის. 

იყავით აქტიური სოციალურ მედიაში, რეგულარულად განათავსეთ პოსტები და არ შემოიფარგლოთ ერთი სააღდგომო მილოცვით ან აქციით. მეტსაც გეტყვით, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მეთოდი შეგიძლიათ, ერთი სადღესასწაულო კამპანიის ფარგლებში გაწეროთ კალენდარში. 

რომ შევაჯამოთ, გამოიყენეთ აღდგომა, როგორც წარმატებული სეზონი თქვენი ბრენდის გაძლიერებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის.

როგორ გავუმკლავდეთ პროფესიულ იმედგაცრუებას

გადაწყვეტილებების მიღების ფობია, სიმპტომები და გზები მასთან გასამკლავებლად