in

ვინ რას გვიმზადებს სააღდგომოდ? ქართული კომპანიების შეთავაზებები

აღდგომისთვის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულისთვის, ყველა განსაკუთრებულად ემზადება. როგორც იცით, კომპანიები ყველა მნიშვნელოვან თარიღს იყენებენ იმისთვის, რომ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა დაგეგმონ და გამონაკლისი არც აღდგომაა.

ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ იმ შეთავაზებებსა და აქციებს, რომლებსაც ქართული კომპანიები 2024 წელს სააღდგომოდ ავრცელებენ. სანამ უშუალოდ მათ ჩამოთვლაზე გადავალთ, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ შეიძლება აქ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეთავაზება ვერ მოხვდა სტატიის ფორმატის გამო, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, უმეტესობა მათგანისთვის გადაგვეხედა და შემთხვევითობის პრინციპით შეგვერჩია იმ ბრენდების შეთავაზებები, რომელთა სახელებსაც კარგად იცნობთ.

m2 

დეველოპერული კომპანია m2 ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან კომპანიათაგან, ვინც სააღდგომო შეთავაზება მოამზადა. კერძოდ, მომხმარებელს 25%-დან 35%-ამდე ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია ბრენდის მიერ აშენებულ პროექტებზე. 

უფრო დეტალურად შეთავაზებას შეგიძლიათ, m2-ის გვერდზე გაეცნოთ და ნახოთ, რომელ პროექტებს ეხება იგი.

კონტაქტ ჰოუმი

სააღდგომო შეთავაზება მოამზადა ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „კონტაქტ ჰოუმმაც”. კერძოდ, 5 მაისის ჩათვლით ციფრულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეგიძლიათ. 

დეტალებისთვის ეწვიეთ მათ გვერდს.

ICRHOME

ICRHOME-ის მაღაზიებიცა და ვებგვერდიც 15%-დან -70%-ამდე ფასდაკლებას გთავაზობთ სხვადასხვა ბრენდზე. თუ რომელ ბრენდებს ეხება ეს შეთავაზება, თავად გადახედეთ მათ გვერდზე.

Extra.ge

Extra.ge-ც ჩართულია დიდ სააღდგომო სამზადისში და მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე სხვადასხვა ფასდაკლებას სთავაზობს. მათი დათვალიერება შეგიძლიათ კომპანიის ვებგვერდზე, ბანერის ქვეშ – განსაკუთრებული ფასდაკლებები. 

შუხმანის ღვინოები

სააღდგომოდ კორპორაციული საჩუქრებიც საკმაოდ აქტუალურია. ამ მიმართულებით გადაწყვიტა შეთავაზების მოფიქრება ღვინის ბრენდმაც „შუხმანის ღვინოები”. თუ აღდგომას ვინმესთვის ღვინის ჩუქებას გადაწყვეტთ, გადახედეთ ამ კომპანიის შეთავაზებებს

ლაბორატორია ჩემი სახლი

სახლის განახლებისთვის სააღდგომო უქმე დღეების გამოყენება ცუდი აზრი არაა. მით უმეტეს, თუ 25%-იან აქციასაც გთავაზობენ. გადახედეთ „ლაბორატორია ჩემი სახლის” შეთავაზებებს. 

Diadema Jewelry 

საერთო ფუსფუსს არ ჩამორჩა Diadema Jewelry-ც. ის თავის მომხმარებელს სრულ კოლექციაზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. 

Design Me

თუ ბინის დიზაინი გჭირდებათ, კომპანია Design Me-ც გთავაზობთ შეღავათებს სააღდგომოდ. დეტალებისთვის შეგიძლიათ, გადახედოთ გვერდს ან დაუკავშირდეთ მის გუნდს.

ვიტრა ჯორჯია

მათთვის, ვინც რემონტს გეგმავს, ვიტრა ჯორჯიას სააღდგომო შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. კომპანია 20-დან 70%-ამდე ფასდაკლებას გთავაზობთ. მეტ დეტალს კი, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ თვითონ გაარკვევთ. 

ავეჯის სახლი „დანილი”

შეთავაზებების სიაში მოხვდა ავეჯის სახლი დანილიც. 12 მაისის ჩათვლით კომპანია 40%-ამდე ფასდაკლებას გთავაზობთ, ამიტომ, თუ ავეჯი გჭირდებათ, გაეცანით მათ გვერდს

ლიდერ დეველოპმენტი

სააღდგომო შეთავაზება მოამზადა „ლიდერ დეველოპმენტმაც”, რომელიც 40 000-ლარიან ფასდაკლებას ჩუქნის თავის მომხმარებელს. გადახედეთ და დააზუსტეთ მეტი დეტალი.

Cosmo

საინტერესო შეთავაზება აქვს Cosmo-საც. ხელნაკეთი კოლექციის სხვადასხვა პროდუქტზე ბრენდს ფასდაკლებები აქვს და თუკი რომელიმე ნივთი მოგწონთ, იჩქარეთ, სანამ მისი შეღავათიან ფასად ყიდვა შეგიძლიათ.

ზუმერი

სააღდგომო ფასდაკლებები დაგხვდებათ სხვადასხვა პროდუქციაზე ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ზუმერშიც. თუ ტექნიკის გამოცვლის დროა, გადახედეთ ამ შეთავაზებებს.

როგორც ხედავთ, მართლები ვიყავით, როცა თავიდან ვთქვით, რომ ბევრი კომპანია ემზადება აღდგომას თავისი მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზების გასაკეთებლად. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ აქ სრული სია არაა და კიდევ ბევრი ქართული ბრენდი ამზადებს სადღესასწაულო აქციებს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

პროდუქტის მენეჯერად ყოფნის მითები და რეალობა

Nike-მა შექმნა პონჩო, რომელიც კარვად იქცევა