in

სააგენტო JCDecaux–მა დამკვეთ კომპანიებზე “შური იძია”

BOG
BOG

ბრენდებს არ მოსწონთ, როდესაც ის კონკურენტებში ერევათ, ხოლო სარეკლამო სააგენტოებს – როდესაც მათი მომხმარებლები რეკლამას სხვაგან უკვეთავენ.

JCDecaux ცნობილი სარეკლამო სააგენტოა, რომელის მომხმარებელთა რიცხვში ისეთი სერიოზული კომპანიები შედიან, როგორებიცაა: Dior, Nike, Apple, Samsung, Pepsi და ა.შ. წელს, სააგენტომ განზრახ დაუშვა ის შეცდომა, რასაც მისი მომხმარებელი კომპანიები აქამდე აკეთბდნენ. JCDecaux–მა თავის დამკვეთ კომპანიებს მინიატურული ბანერების ნიმუშები გაუგზავნა, სადაც თითოეული მათგანი მის კონკურენტ ბრენდთან იყო ასოცირებული:  Pepsi Zero–სთან , Apple Xperia–სთან,  Dior N5–თან.

 

 

როგორც აღმოჩნდა, მთელი აურზაური მხოლოდ და მხოლოდ “შურისძიება” ყოფილა. ეს იმისთვის, რომ კომპანიის წარმომაგენლებს სააგენტოს “ტკივილი” კარგად ეგრძნოთ. JCDecaux–ი მხოლოდ 2კვ/მ ფორმატის ბილბორდი არ ამზადებს მას სხვა მრავალი შემოთავაზებაც აქვს. თუმცა, ჩამოთვლილი ფირმები  დიდი ბილბორდებისთვის სხვა სააგენტოებს მიმართავდნენ.

ასე რომ, სარეკლამო სააგენტოებთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირს.

ჩვენ ვახმოვანებთ სამყაროს! – Betkho’s Audio Lab

რასიზმი თუ პლაგიატი?! – სკანდალი ჩინური სარეცხი საშუალების ახალი რეკლამის გარშემო