ციფრული კრეატიული სააგენტო “მავერიკი” განაგრძობს საერთაშორისო ვებინარების ციკლს და ამჯერად, ინფლუენსერ მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებსა და კომპანიებს, სფეროს ამერიკულ ფლაგმანთან, HypeAuditor-თან ერთად გასამართ ღონისძიებაზე იწვევს.
ვებინარის მთავარი თემა Influencer Marketing-ისა და გაყიდვების ზრდის პროცესის კორელაცია და ანალიზი იქნება.
შეხვედრაზე ასევე განიხილება შემდეგი საკითხები:
✦ როგორ შევარჩიოთ ბიზნესისათვის რელევანტური ინფლუენსერი ?
✦ როგორ ვმართოთ ციფრული კამპანია ეფექტურად HypeAuditor-ის დახმარებით ?
✦ როგორ გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა სწორედ დაგეგმილი Influencer Marketing კამპანიის მეშვეობით ?
ვებინარს, ღონისძიების მოდერატორი და “მავერიკის” კომუნიკაციების მენეჯერი ლაშა ლომიძე გაუძღვება, ძირითად საკითხებზე და დამსწრეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე კი HypeAuditor-ის მარკეტინგის სპეციალისტი, ნიკ ბაკლანოვი ისაუბრებს.
ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი უკვე 60 – ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა.
ვებინარის დღე : 29 აპრილი
დრო: 15:00 სთ
ვებინარზე დასწრების მსურველები ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს.
[R]











