in

როგორ უნდა დაარწმუნოს კრეატიულმა სააგენტომ დამკვეთი, რომ პრობლემების გადაჭრა შეუძლია?

სააგენტოებს მოსწონთ იმაზე საუბარი, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს კამპანიებს, ბრენდინგს ან ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებს კომპანიებზე. თუმცა ნამდვილ თავსატეხს წარმოადგენს ბიზნეს ლიდერების დარწმუნება, რომ მათ სააგენტოს დახმარება ნამდვილად სჭირდებათ, თუნდაც საკომუნიკაციო სტრატეგიის შესამუშავებლად.

როგორ უნდა გადაჭრათ ეს პრობლემა? — ანუ, დაარწმუნოთ კლიენტები, რომ დიდი პრობლემების გადაჭრაში გენდონ…

ედ ბრუკი, მარკეტერი

მნიშვნელოვანია, სააგენტოებმა ბიზნეს ლიდერები დაარწმუნონ, რომ ისინი თავიანთ კლიენტებს კომპლექსურ საკითხებში ნავიგაციაში ეხმარებიან — სამყაროს უფრო ფართო და ხშირად განცალკევებული ხედვით.

რა თქმა უნდა, აქ მთავარი ნდობაა. აუცილებლად უნდა იმუშაოთ ამაზე და თქვენი ნიჭი თუ შესაძლებლობები აჩვენოთ. ამასთანავე, ყოველთვის ფოკუსირდით კლიენტების ბიზნეს მოთხოვნებზე. თუ სააგენტო თვლის, რომ მათი კლიენტის ბიზნესი არ განსხვავდება თავისი ბიზნესისგან, აქცენტი გადადის „რჩევის მიწოდებიდან“ გაზიარებულ პასუხისმგებლობაზე.

ჯენიფერ რენგელი, ანგარიშის დირექტორი

კონტენტი ყველაფერია და „მკვეთრი თვალი“ ნამდვილად ძალიან საჭიროა, რათა ბრენდებს აქტუალურობის შენარჩუნებაში დაეხმაროთ. დაგეგმილი სამუშაოს გარდა, არსებობს ყოველდღიური სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც უნდა დააკვირდეთ ტენდენციებს, შექმნათ კონტენტი, მიიღოთ მომხმარებლის უკუკავშირი და აღმოჩენილი ნიუანსები რამდენიმე საათში გარდაქმნათ თქვენს ნამუშევრად.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჰერმეტულია, აქ არის სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციების სარგებელი: შესაძლოა, სააგენტო შესაბამისობასა და ავანტიურიზმს შორის სწორი ბალანსის მიღწევაში დაეხმაროს კომპანიას.

მარკ ვაინფელდი, უფროსი ვიცე პრეზიდენტი, მმართველი დირექტორი

საბოლოო ჯამში, კლიენტი, დაღმავალი სპირალის დროს, ეძებს ვინმეს, ვისაც ენდობა, რომ თავისი ბიზნესის ტრაექტორია შეცვალოს. თანამშრომლის ან კონსულტანტის დაქირავება დაგეხმარებათ სტრატეგიული გზის პოვნაში.

მეორეს მხრივ, კარგ სააგენტოებს სტაბილურობის სტრატეგისტები ჰყავთ, რომლებსაც ე. წ. შებრუნების ფორმულის პოვნა შეუძლიათ. თუმცა სააგენტო არა მხოლოდ შეიმუშავებს ეფექტური ცვლილების სტრატეგიას, არამედ პასუხისმგებელია მის განხორციელებაზეც. სხვა სიტყვებით — ის საბოლოო შედეგის ერთგულია და არა, მხოლოდ გზის.

ჰეიდი ვალდუსკი, მარკეტერი

საუკეთესო სააგენტოები არ მოქმედებენ იმაზე პასუხის გაცემით, თუ როგორ შეძლეს რაღაც. სანაცვლოდ, ისინი თანამშრომლობითი პარტნიორები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ უნიკალურ გამოწვევას მოუძებნონ გადაწყვეტა. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ენიჭებათ მათ კრიტიკული მნიშვნელობა ციფრული ტრანსფორმაციის დროს. მათი ყველა ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია არა მხოლოდ ტრანსფორმაციის მრუდის წინ დგომაზე, არამედ მის განსახორციელებლად საჭირო შემეცნებით მრავალფეროვან ნიჭზე.

ლესლი სიმსი, Deloitte Digital USA-ს მთავარი კრეატიული დირექტორი

წინსვლის საუკეთესო გზაა, გყავდეთ ძლიერი გუნდი და სააგენტო, რომელსაც შეგიძლიათ ახალი იდეების შემუშავებაში დაეყრდნოთ. შიდა გუნდმა კარგად უნდა იცოდეს ბრენდის არსი, სტრატეგია და მიზანი, რათა ძირითადი სამუშაოები სწრაფად მართოს და აკონტროლოს.

გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში საჭიროა გარე პარტნიორების ჩართვა უაღრესად სპეციალიზებული უნარების კომპლექტით — კამპანიისა და პლატფორმის სტრატეგები, მონაცემთა მეცნიერები და მასშტაბური ციფრული მარკეტინგი, რათა გააუმჯობესოთ ყველაფერი, გაზარდოთ ძალა და მიიღოთ ახალი პერსპექტივა.

ბეთ ფრიდმანი, Dentsu X UK-ის აღმასრულებელი დირექტორი 

ნდობა დაფუძნებულია პატიოსნებაზე. შესაბამისი ტონის შექმნა აუცილებელია, რათა კომპანიამ შეაფასოს, რა მხარდაჭერის მიცემა შეუძლია სააგენტოს მისთვის. ამავდროულად, მკაფიო საზღვრები დააწესეთ, რათა განსაზღვროთ, რა შედის თქვენს მოვალეობაში და რა, არა.

რა თქმა უნდა, აუცილებელია უკუკავშირის რეგულარული მექანიზმების არსებობის უზრუნველყოფა — გამოკითხვებიდან დაწყებული, მაღალი დონის შეხვედრებით დასრულებული, რომელიც პროდუქტიულ, ღია და გულწრფელ დისკუსიებს მოიცავს.

დაბოლოს, მზად იყავით, რომ დამკვეთებს რეალური კლიენტებისთვის გაწეული სამუშაო აჩვენოთ. ეს უფრო ნათელ წარმოდგენას შეუქმნით, თუ რას უნდა ელოდნენ თქვენგან.

სანამ ზარი დარეკავს — მოასწარი ყველაფერი Veli.store-თან ერთად

1 ოქტომბერს, ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება