ახალი წელი ყოველთვის სიახლეებთან, იმედებთან და, რა თქმა უნდა, სასურველ შენაძენთან ასოცირდება. მოტომოყვარულებისთვის ეს პერიოდი კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან „პიტსტოპ მოტო“ საოცარ საახალწლო შეთავაზებებს აანონსებს.
მაღაზია მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოტოციკლები, მოპედები და ეკიპირება საუკეთესო ფასად შეიძინოს.
10%-იანი ფასდაკლება მოტოციკლებსა და მოპედებზე
საახალწლო ფასდაკლებების ფარგლებში 10%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ უმაღლესი ხარისხის მოტოციკლებსა და მოპედებზე.
თუ ეძებთ იტალიური ბრენდის დახვეწილ დიზაინს, გამძლეობასა და მაღალტექნოლოგიურ ფუნქციონალს, ახლა საუკეთესო დროა შეიძინოთ ლეგენდარული ბრენდების – Vespa-ს, Aprilia-სა და Piaggio-ს მოპედი.
ფასდაკლებები ეკიპირებაზე, ნაწილებსა და აქსესუარებზე
„პიტსტოპ მოტოს“ შეთავაზებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფასდაკლებას ეკიპირებაზე. ეკიპირების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ჩაფხუტია.
ჩაფხუტებზე „პიტსტოპ მოტოს” შოურუმში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ღია ჩაფხუტებზე კი – 60%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
ჩაფხუტებთან ერთად, ეკიპირების ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ვიზორები, რომლებიც „პიტსტოპ მოტოში” 15%-იანი ფასდაკლებით შეგეძლებათ შეიძინოთ. ფასდაკლება ასევე შეეხება მოტოციკლის ქურთუკებსაც.
ასევე 10%-იანი ფასდაკლებით კი შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის, YCF-ის ბრენდის ელექტროველოსიპედი.
სასურველი პროდუქტის შესარჩევად ეწვიეთ „პიტსტოპ მოტოს” შოურუმს თბილისში, რაფაელ აგლაძის 11ა-ში. „პიტსტოპ მოტოს” პროფესიონალი კონსულტანტები თქვენს საჭიროებებზე მორგებული, ბიუჯეტური შენაძენის გაკეთებაში დაგეხმარებიან!
[პარტნიორის კონტენტი]











