in

გიორგობისთვე წინანდლის მამულის ბაღის საახალწლო განათების ანთების ცერემონიალით დასრულდა

ტრადიციულად ქცეული პროექტი – „გიორგობისთვე“ – წინანდლის მამულში ნოემბრის თვეში „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით მიმდინარეობდა. კომპანიამ SOLO-სა და Mastercard-თან ერთად განსაკუთრებული ღონისძიებები შესთავაზა სასტუმროს სტუმრებს. 29 ნოემბერს კი წინანდლის მამულის ბაღში საახალწლო განათების ანთების ცერემონიალი გაიმართა.

სასტუმროსა და გარე სტუმრები განსაკუთრებით ელოდებიან ამ დღეს, როდესაც პარკი 120,000 ნათურით ნათდება. წინასაახალწლო განწყობას კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის მარში და გორის გოგონათა გუნდი, რომელიც მხიარულებას მატებს გარემოს მუსიკალური გაფორმებით. ეს შთამბეჭდავი სანახაობა წინანდლის მამულში თებერვლის ბოლომდე გრძელდება.

გარდა ამისა, „გიორგობისთვის“ ფარგლებში, წინანდლის მამულმა ქართველ არტისტებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ჩატარდა პადელის ტურნირი, National Geographic-ის მიერ წარმოდგენილი სალონური საუბრები, ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენა და ნიკოლოზ წულუკიძის სემინარი. პირველად გაიმართა ჯაზკლუბი „თათუზას“ რეზიდენტი ბენდის საღამო სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის” Library Bar-ში. გუნდი, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს. ამჯერად გაიმართა პილატესის მასტერკლასი ნანა რუხაძესთან ერთად და იაპონელი სენსეი კენჯი აზუმას ბგერითი თერაპია ლიკა ევგენიძესთან ერთად.

მომავალ წელს „სილქ ჰოსფითალითი“ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო მეტი სიახლით წარადგენს სტუმრებისთვის საყვარელ „გიორგობისთვეს“.

„გიორგობისთვის” მხარდამჭერები იყვნენ: VOLVO Car Sakartvelo და Silk Development.

[პარტნიორის კონტენტი]

ProfitKey Properties „ექსპო 2025-ზე“ უძრავი ქონების შეძენის მსურველებს უნიკალურ შეთავაზებებს გააცნობს

FDA-ის დამტკიცებული სათვალე ბავშვებში ახლომხედველობის პროგრესირების შენელებას გვპირდება