in

საახალწლო საჩუქრები 60%-მდე ფასდაკლებითა და უფასო მიტანით

საახალწლო ჟრიამულს და მოუსვენარ ფუსფუსს ვერაფერი შეუშლის ხელს, Mystartup საჩუქრების საამქროში დიდი ფასდაკლებები და უფასო სადღესასწაულო შეფუთვა გელოდება, ხოლო შენს შენაძენს უფასოდ მივიტანთ, ნებისმიერ ადგილას, მთელი საქართველოს მასშტაბით“.

დეკემბრის თვის განმავლობაში Mystartup-ზე მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებები დახვდებათ, ხოლო  დამატებითი ბენეფიტები იქნება მათთვის ვინც, Visa ბარათით გადაიხდის:

  • ნებისმიერ პროდუქტზე 10-დან 60%-მდე ფასდაკლება;
  • უფასო მიტანა სასურველ მისამართზე მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • სასაჩუქრე შეფუთვა ნებისმიერ შენაძენზე;

Mystartup ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტია საქართველოში, სადაც 100-ზე მეტი სტარტაპერის, 1500-ზე მეტი უნიკალური და ხელნაკეთი პროდუქტია განთავსებული, რომლებიც ნებისიერი ადამიანის გემოვნებას მოერგება.

Mystartup-ზე ყველაზე მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად შეარჩევ საჩუქარს შენთვის ან საყვარელი ადამიანსითვის, ჩვენ კი მას სასურველ მისამართზე, საახალწლო სასაჩუქრე შეფუთვით უმალ მივიტანთ”, – ამბობს Mystartup-ის პროექტების ხელმძღვანელი ნიკა ჩილინდრიშვილი.

საჩუქრების საამქრო Visa-ს და MY.GE-ის კიდევ ერთი აქციაა. Mystartup-ზე განთავსებული ჯადოსნური საჩუქრების საამქრო მომხმარებელს საჩუქრის შერჩევასა და ადრესატამდე მიტანას გაუმარტივებს. ხოლო, საახალწლო ფასდაკლებები და სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ნივთებს, რითიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების გაბედნირება შეგვეძლება.

[R]

Wolt – კომპანია დიდი პასუხისმგებლობით

სპორტის მენეჯმენტი – გიორგი ყიფიანი