in

მომხმარებელზე მორგებული საახალწლო საჩუქრები იმედი L-ისგან

იმედი L-ში საახალწლო საჩუქრებია. საახალწლო აქციის ფარგლებში, მომხმარებლები რომლებიც ავტომობილსა და ქონებას დააზღვევენ, მათზე მორგებულ საჩუქარს მიიღებენ. აქცია 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტომობილის ან ქონების დაზღვევისას, თავად აირჩიოს საჩუქარი, რომელიც მას და მის გემოვნებას ყველაზე მეტად მოერგება.

„ეს იდეა, სწორედ იმედი L-ის მთავარი მესიჯისგან გამომდინარეობს – ეს არაა სადაზღვევო კომპანია, რომლის მთავარი ღირებულება მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერაა. ჩვენ მომხმარებელს პერსონალიზებულ დაცვას ვთავაზობთ და ნებისმიერ სიახლეს თუ სერვისსაც ამ იდეით ვქმნით. ამ შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავეთ იმაზე, რომ შეგვესწავლა დაზღვეულების სურვილები და ახალ წელს მათთვის მორგებული საჩუქრები შეგვეთავაზებინა. შეიქმნა სპეციალური კატალოგები, საიდანაც იმედი L-ში დაზღვეულები თავად შეძლებენ სასურველი საჩუქრის შერჩევას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელზე ზრუნვა. საახალწლო საჩუქრებით გვინდა წავახალისოთ ადამიანები, რომლებიც ქონების ან ავტომობილის დაზღვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – ამბობენ იმედი L-ში.

საახალწლოდ, იმედი L-მა კამპანია წარადგინა, რომლის მთავარი მიზანია, გამოხატოს, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება და  საჭიროებები აქვს. ზუსტად ისე, როგორც ჩვენს კამპანიაში არსებულ ადამიანებს და მათ ცხოველებს

კამპანია ბრენდის მთავარ ღირებულებას გამოხატავს, მოერგოს მომხმარებელს ისე, როგორც ამას მათი საჭიროება მოითხოვს. ცხოველები სიმბოლურად ასახავენ იმას, რომ სტანდარტული გადაწყვეტები ყოველთვის ვერ უპასუხებენ ადამიანის რეალურ გამოწვევებს. სწორედ ამ დროს ჩნდება დაზღვევის ნამდვილი ღირებულებამორგებულობა და დაცვა, რომელიც  კონკრეტული ადამიანის საჭიროებებს ერგება.

„კამპანიის მიზანია, აუდიტორიას ვაჩვენოთ, რომ იმედი L არის ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს არ სთავაზობს ერთნაირ, შაბლონურ პროდუქტებს, არამედ ქმნის დაზღვევის მოქნილ პაკეტებს, რომლებიც თითოეული ადამიანის ცხოვრებას ერგება, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად განსხვავებული და არასტანდარტულია ის,“ – გვიყვებიან იმედი L-ში.

[R]

სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე – Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა

რატომ გვეღვიძება მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე?