in

საახალწლო ფოტო-ლატარია 29 დეკემბერს ჩატარდება — გათამაშდება ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები

ვინ მოიგებს დავით კაკაბაძის, დავით მესხისა და ვატო წერეთლის ფოტოებს?


29 დეკემბერს პირველი საახალწლო ფოტო-ლატარია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს საშუალება ექნებათ, სამი გამორჩეული ხელოვანის — დავით კაკაბაძის, დავით მესხისა და ვატო წერეთლის სამი ფოტო მოიგონ.

Gallery- Warehouse/ გალერეა საწყობის მიერ ორგანიზებული ლატარიის ბილეთის ფასი სულ რაღაც 10 ლარია. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს აქვს მცდელობის საშუალება, გახდეს ადამიანი, რომელიც ორიგინალ ფოტოს სახლში წაიღებს და საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქცევს. “სწორედ ეს არის ჩვენი სამუშაო ჯგუფის მთავარი მამოძრავებელიც — ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი დანახარჯითაც კი დაეუფლონ ხელოვნების ნიმუშს”. 

M: როგორ გაჩნდა ფოტო-ლატარიის ჩატარების იდეა?

სანდრო სულაბერიძე, ხელოვანი და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი: ჩვენი ჯგუფი შედგება ხელოვნების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ადამიანისგან. გუნდში არიან როგორც ფოტოგრაფიით, სახვითი ხელოვნებით, პოეზიით დაკავებული ადამიანები, ისე კულტურის მენეჯერები და კურატორები. ფოტო-ლატარიამდე იყო ფოტო-აუქციონი, რომელსაც ზაფხულში ვატარებდით. აუქციონის პრინციპით გავყიდეთ შვიდი ფოტოგრაფის შვიდი ფოტო. ვცდილობთ, ფოტო-ნამუშევრების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა მიდგომით გავზარდოთ… ასევე, საინტერესოდ წარმოვაჩინოთ ეს დარგი და ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, ამ თამაშში ჩაერთონ. ფოტო-აუქციონი არსებობს იმ რწმენით, რომ ფოტოგრაფია საკუთარ სრულფასოვან ფორმას ბეჭდური სახით, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩენით ავლენს.

აუქციონის საშემოდგომო პაუზის დროს მეგობარმა ლატარიის იდეა მოგვაწოდა და ჩვენც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში დავამუშავეთ გათამაშების პრინციპები — ვეცადეთ, აუქციონთან შედარებით, მეტად საზოგადო და საზეიმო ღონისძიებად გვექცია.

დავით მესხი

M: საინტერესოა, რა რესურსებს იყენებთ, როგორ შეძელით კონკრეტული ნამუშევრების ლატარიაში გათამაშება?

სახელოვნებო სფეროში მუშაობიდან გამომდინარე, საკმარისი ცოდნა და კონტაქტები გვაქვს იმისათვის, რომ სასურველ ფოტოგრაფებს დავუკავშირდეთ. ჩვენ კი არჩევანს იმ ხელოვანებზე ვაჩერებთ, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან დღევანდელობასთან შესაბამის და საინტერესო ნამუშევრებს ქმნის.

ფოტოგრაფებთან დაკავშირების შემდეგ, ალბათ, ყველაზე საინტერესოა ფოტოს არჩევის პროცესი. ავტორთან კომუნიკაციისა და მისი ნამუშევრების განხილვის შედეგად, ერთი ნამუშევარი თითქოს თავისით გამოეყოფა ხოლმე სხვა ფოტოებს და ჩვენც ვიწყებთ მის ფიზიკურ ფორმაზე ფიქრს. ასევე, საინტერესო აღმოჩნდა, დავით კაკაბაძის ფოტოს მოპოვება და მის არქივში, ავტორის გარეშე, ჩვენთვის უცნობ ფოტოებს შორის არჩევანის გაკეთება. ამ პროცესში მთელი გუნდი ვიყავით ჩართული და ვფიქრობ, ამანაც შეგვაძლებინა ასეთი გამორჩეული სელექციის გაკეთება.

დავით კაკაბაძე

M: კონკრეტულად რა ნამუშევრებს ათამაშებთ ლატარიის ფარგლებში?

დავით კაკაბაძის უსათაურო (მყინვარი), 1930-იანი წლები, (20X28); დავით მესხის აბსტრაქტული სხეული 01, 2016 (13X20); ვატო წერეთლის სტრუქტურული ცვლილებები, დოკუმენტი 10, 2000, (48X62).

აქვე დავაკონკრეტებ, რომ სამივე ფოტო არის ორიგინალი და ხელმოწერილი.

M: სანდრო, ლატარია ერთჯერადი სახისაა თუ სამომავლოდაც გეგმავთ მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარებას?

საახალწლო ფოტო-ლატარია ერთჯერადი ღონისძებაა. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი, უნიკალური შანსი ფოტონამუშევრის ამ გზით მოსაგებად. გაზაფხულიდან ისევ განვაახლებთ ფოტო-აუქციონს, სადაც კვლავ წარვაგდენთ, შესაძლოა, ჩვენთვისაც ახალი, ავტორების ფოტონამუშევრებს.

სრულიად სხვა ტიპის ინიციატივაზე  ჯერ გეგმები არ გვაქვს, თუმცა ყველაფერია შესაძლებელი. ახალი პროექტის შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ ის იქნება დაფუძნებული ჩვენს მთავარ მიზანზე – ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების მედიუმის გაძლიერება.

ვატო წერეთელი

ლატარია გაიმართება 29 დეკემბერს, 19:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მისამართი: თბილისი, დოდო აბაშიძის #10.

ონლაინ ტრანსლაციის სანახავად კი, თვალი ადევნებთ შესაბამის გვერდებს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა ფოტო-ლატარიაში?

ლატარიაში მონაწილეობისთვის, ბილეთების შეძენისას შეიყვანეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღეთ უნიკალური კოდი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ისე დახლებთან:


WhatsApp ბიზნესის კატეგორიაში ახალ ფუნქციას ნერგავს!

კორპორაციული ტრენინგი და განვითარება – „განვითარების აკადემიის“ ახალი მიმართულება