in

სალი ნიკოლაიშვილი Windfor’s Tbilisi-ს არტ დირექტორი გახდა

„პასუხისმგებლობა ყველგან პასუხისმგებლობაა!“

GIPA-ში რეკლამისა და გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის, Buyers-ში მთავარ დიზაინერად მუშაობის, სააგენტო Holmes&Watson-ში არტ დირექტორის პოზიციისა და ფრილანს გრაფიკოს-დიზაინერის სტატუსის შემდეგ, დღეს, სალი ნიკოლაიშვილი Windfor’s Tbilisi-ს არტ დირექტორია.

Windfor’s Tbilisi ამხელა გამოცდილებითა და ასეთი გუნდით, რა თქმა უნდა, ძალიან მიმზიდველი შესაძლებლობაა. დიდი პატივია, ამ გუნდს რომ შევუერთდი. ახალი გამოწვევები ყოველთვის საინტერესოა. პასუხისმგებლობა ყველგან პასუხისმგებლობაა. არ ვფიქრობ, რომ არსებობს მეტი ან ნაკლები. რასაც ხელს მოკიდებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო და რაც მთავარია, ხარისხიანად, – სალი ნიკოლაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალი ნიკოლაიშვილის პროექტიც გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ის ყოველდღე ერთ ილუსტრაციას ქმნის.

„უნდა დაიჭირო წამი და ბოლომდე მიჰყვე შენს მიზანს. ამ გზაზე, რაღაცებზე, აუცილებლად მოგიწევს, თქვა „არა“ “ – მერაბ გოცირიძის ამბავი

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ წამახალისებელი გათამაშება დაიწყო