in

Saatchi&Saatchi Tbilisi-ს კრეატივ დირექტორი ლევან ასათიანი გახდა

ამიერიდან, ლევან ასათიანი სარეკლამო საგენტო Saatchi&Saatchi Tbilisi-ს კრეატივ დირექტორია.

გარდა ამ საქმიანობისა, ლევანს, მეგობართან ერთად, მუსიკალური ლეიბლი აქვს, სახელად Hundred Tapes. მათი მუსიკა მხოლოდ აუდიო კასეტებზე იწერება, რაც ნიშნავს, რომ ეს ნამუშევრები ციფრულად არსად იდება.

ლევანის სააგენტოებში მუშაობის გამოცდილება ასეთია: JWT Metro ( სენიორ არტ დირექტორი), უფრო მანამდე კი,  HOLMES&WATSON (არტ დირექტორი), DDB Betterfly (არტ დირექტორი) და WINDFOR’S (არტ დირექტორი).

გარდა ამისა, ის „ჯეოლაბის“ გუნდის წევრია, სადაც UI და UX დიზაინს ასწავლიდა; ონლაინ კომუნიკაციების ლექტორი იყო საქართველოს უნივერსიტეტში და GIPA-ში – ვებ დიზაინზე კითხულობდა ლექციებს; ასევე, ჟურნალ National Geographic-ში არტ ედიტორის პოზიციას იკავებდა.

2008 წელს, მეგობართან ერთად, ონლაინ ჟურნალი WAS შექმნა. თავიანთი ენთუზიაზმითა და მოტივაციით, მეგობრებმა მხოლოდ ორი ნომრის გამოშვება შეძლეს.

იხ. პორტფოლიო.

პერსონალური თერმოსტატი – მოწყობილობა „პირადი ტემპერატურის“ რეგულირებისთვის

TBC PAY-ს ახალი მობილური აპლიკაცია აქვს