შემოქმედებითი მარკეტინგის სივრცეს, მუდმივი სიახლეების მსგავსად, ცოტა რამ თუ ასაზრდოებს – Saatchi & Saatchi-სთვის ეს უკვე კარგად ნაცნობი ფაქტია. შესაბამისად, ბაზრის ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სააგენტომ გადაწყვიტა საკუთარი რიგები საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მოტივირებული ქართველი კრეატივებითვე შეავსოს და ახალ გამოწვევებს ახალი შემართებით შეეჭიდოს.
უძლეველი გუნდის ლიდერი საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალი რეგიონული შემოქმედებითი ხელმძღვანელი – მაია ჭოველიძე, იგივე მაკო ბერგმანი იქნება.
მაკო Miami Ad School-ის კურსდამთავრებულია. პროგრამის განმავლობაში მას შესაძლებლობა ჰქონდა, ისეთი ცნობილი სააგენტოების შემოქმედებითი გუნდების ნაწილი ყოფილიყო, როგორიცაა Wunderman Thompson ტოკიოში და Media Monks ამსტერდამში, შემდეგ კი, დამატებითი გამოცდილების მისაღებად სწავლა და მუშაობა Ogilvy Berlin-ში გაეგრძელებინა. შესაბამისად, მან არა მხოლოდ ითანამშრომლა მსოფლიოს წამყვან კრეატიულ გუნდებთან და უდიდეს ბრენდებთან, როგორებიცაა ნაიკი, აუდი, ბურგერ კინგი, იკეა და ა.შ. არამედ გაეცნო განსხვავებულ მარკეტინგულ მიდგომებსა და სტრატეგიებს მსოფლიოს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ბაზარზეც.
ამასთან, მაკო მუდმივად აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა შემოქმედებით ვორკშოპში, რამაც საშუალება მისცა ეთანამშრომლა მსოფლიოს წამყვან კრეატიულ დირექტორებთან, როგორებიც არიან ჰანს ბროეკერი და ფერგუს ო’ჰეარი, ესწავლა მათგან და საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე კონკურენტულ გარემოში გამოეცადა. ახლა კი იგი მზადაა საკუთარი მრავალფეროვანი გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოარგოს და Saatchi-ს უძლეველ გუნდთან ერთად ქართული მარკეტინგი საერთაშორისო სიმაღლეებზე აიყვანოს.
„მაკოს აქვს არაჩვეულებრივი იდეები და ინსაითები. იგი ძალიან კარგი მოაზროვნე და გუნდური მოთამაშეა”, – დევიდ შტადმიულერი, კრეატიული დირექტორი.
„შესანიშნავი ხასიათისა და ქარიზმის მფლობელია, რაც სარეკლამო სივრცეში, რომელიც კარგ იდეებზე არანაკლებ განისაზღვრება პირადი ურთიერთობებით, უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ამასთან, მაკო თავმდაბალია და მარტივად შეუძლია კონსტრუქციული კრიტიკის მიღება”, – ედუარდო ბალესტრა, უფროსი ქოფირაითერი.
„საქართველოს მარკეტინგულ ინდუსტრიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული სივრცე ძალიან ბევრ სახასიათო ინსაითს ატარებს, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან ბევრი შემოქმედებითი ადამიანი გვყავს.
მოტივაცია და მაქსიმუმის მიღწევის სურვილი არასდროს მაკლდა. შესაბამისად, ახლა Saatchi & Saatchi-შიც ზუსტად იგივე მონდომებით მოვდივარ. სააგენტოში უკვე გვყავს არაერთი შესანიშნავი წევრი და მზად ვართ საკუთარ რიგებში კიდევ ბევრი მოტივირებული პროფესიონალი დავიმატოთ. თითოეული ჩვენგანის მიზანია ყველაზე პროგრესული, ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული კრეატიული გუნდის შექმნა, რათა ყველას ვაჩვენოთ რომ საქართველოშიც შეიძლება ისეთი კამპანიების წარმოება, მსოფლიო ცნობადობას რომ მოიპოვებს”, – ამბობს მაკო, ზუსტად ისეთი ენთუზიაზმით, როგორიც მსგავსი მისწრაფებების განსახორციელებლად მზა ადამიანს შეეფერება.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სულმოუთქმელად დაველოდოთ ყველა იმ საინტერესო სიახლეს, რომელსაც Saatchi & Saatchi-ს ახალი, შეუჩერებელი გუნდი შემოგვთავაზებს!
[პარტნიორის კონტენტი]