in

„ლოვენბრაუ – შენ იცი რაც გინდა!“

Saatchi & Saatchi Tbilisi-ს ახალი კამპანია

„ლოვენბრაუ“ საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და წარმატებით დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია, გერმანულ ლუდებს შორის.

კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ლუდის ბაზარი, რომელიც როგორც წესი ლოიალურობით გამოირჩევა სხვა ქვეყნებში, საქართველოში საკმაოდ არალოიალურია. გადაწყვეტილებას თუ რომელი ლუდი დალიო, ყოველი ლუდის ყიდვის წინ ხელახლა იღებენ. ქართული ბაზარი გაჯერებულია ძალიან ბევრი სხვადასხვა ლუდის ბრენდით, ადამიანს კი რაც მეტი არჩევანი აქვს, მით უფრო უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ნაკლებ სიამოვნებას იღებს, იმით რაც საბოლოო ჯამში არჩია. გამოსავალი მარტივია – თუ იცი რა გინდა, ყოველთვის ისიამოვნებ შენი გაკეთებული არჩევანით.

ჩვენი ახალი კამპანიით გვინდა ვაჩვენოთ, რომ „ლოვენბრაუ“ ისეთი ადამიანებისთვის არის, ვინც ზუსტად იცის რა უნდა, ბევრს არ ფიქრობს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს და მარტივად აკეთებს არჩევანს ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე.

Levan Asatiani, კრეატიული დირექტორი: ჩვენი, „კრეატივშიკების”, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გულის ტკივილი არის ის, რომ არასდროს არ გვაქვს იმდენი რესურსი, რამდენიც გვინდა ხოლმე. როგორც წესი, თავიდან თავისუფლება გვიწვევს თავის უკიდეგანო სამყაროში, მაგრამ ამ დროს ყველანაირი შეზღუდვები და ჩარჩოები გარეთ გვრჩება ხოლმე. რეალობაში უკან დაბრუნებულები უცებ ვაცნობიერებთ, რომ მოფიქრებული იდეის განხორციელებას რესურსი არ ეყოფა. ცოტა გონს რომ მოვეგებით, ვსხდებით და ვიწყებთ მოფიქრებული იდეის ჩასწორება, გადასწორებას და ბოლოს გადაკეთებას იმ იმედით, რომ თავდაპირველი იდეის პატარა ნაპერწკალი მაინც დარჩება ახალ, გადაკეთებულ ფრანკენშტეინში. საბედნიეროდ, ამჯერად თავდაპირველი იდეის არა გადაკეთება, არამედ ნებისმიერი ხერხით განხორციელება მოვინდომეთ. ბევრი განსხვავებული ლოკაცია გვქონდა, რაც გადაღებას გვირთულებდა, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში. ბევრი ფიქრის შემდეგ, დახმარებისთვის ჩვენს მეგობრებს მივმართეთ, მეტრო ფროდაქშენში. სწორედ მათ მოგვაწოდეს არაჩვეულებრივი ხერხი, რაც 18-მეტრიანი პროექციის და Unreal Engine-ის მოდელების გამოყენება აღმოჩნდა. ამ არაჩვეულებრივი ხერხით, ამაზონის ჯუნგლებიდან, სკანდინავიის მყუდრო ქალაქში რამდენიმე წამში ვტელეპორტირდებოდით. მოკლედ, თავს აღარ მოგაწყენთ. თუ გაინტერესებთ, როგორ გადავიღეთ ჩვენი რგოლი, აუცილებლად უყურეთ Behind the scenes.

გვანცა ჩლაიძე, მარკეტერი: 2020 სხვანაირი იყო. გულწრფელი ვიქნები და მეტსაც ვიტყვი, ბრენდისთვის – კარგი. ამიტომ, ვიფიქრეთ, თუ ამ პერიოდს გაუძლო, გაამართლა, ხალხს თავი შეაყვარა, რატომაც არა – გახდეს 2021-ში ყველას არჩევანი. სწორი გადაწყვეტილება, ზედმეტი ყოყმანის გარეშე. დაე, მომხმარებლის ქცევა და არჩევანი უფრო თავდაჯერებული იყოს და ზუსტად იცოდეს, რომ ლუდებში ლუდი არის – „ლოვენბრაუ“ /„ლოვენბღოი“, როგორც გენებოთ.

 

CREDITS:

Client: Lowenbrau

Marketing team: Levan Iselidze, Gvantsa Chlaidze, Meri Durglishvili

Agency: Saatchi&Saatchi Tbilisi

Strategy Director: Gvantsa Datuashvili

Creative Directors: Gvantsa Datuashvili, Levan Asatiani

Senior Art Director: Levan Asatiani

Art Director: Luka Ivanidze

Copywriter: Real Goga

Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze

Director: Dato Borchhkhadze

DoP: Goga Devdariani

1st AD: Sopo Parjiani

Production Designer: Dato Chkoidze

Production Designer Assistants: Natia Gurabanidze, Zaza Gogorishvili

Decoration: Kino Factory

Casting Director: Tina Khizanishvili

Casting Assistant: Beka Khachidze

Costume Stylist: Anka Gabunia

Costume Stylist Assistant: Elene Gabilaia

MU: Salome Zakaraia, Ana Bakhtadze

1st AC / Focus Puller: Guri Odisharia

2nd AC: Rati Gogatishvili

Playback: Koba Rostiashvili

Gaffer: Shota Khijakadze

Dolly / Rail: Giorgi Zakaidze, Dimitri Zakaidze

Projection: Murad Babaevi

Stunt: Erekle Gujabidze

Sound on Set: Bacho Gvetadze

Biliard Scene Consultant: Sandro Natenadze

Production Company: Metro Production

Executive Producer: Sandro Gabilaia

Head of Production: Maia Gurabanidze

Producer: Masho Tevdorashvili

Production Manager: Tato Pantsulaia

Location Manager: Achi Kevlishvili

Production Coordinator: Merab Rostomashvili

Transport Manager: Davit Peradze, Davit Maghlakelidze

AD PA: Nini Iashvil

Set Manager: Koka Chkahidze

Post Production Producer: Buro

Unreal Engine Artist: Keti Dalakishvili

CG Artist: Rhea Mamatsashvili

CC: Nikusha Kukusha Motsonelidze

Sound Design & Mixing: Parachute Films

Music: JackZaba

Making Of: Levan Gunia

 

[R]

Razer კონცეპტუალურ, ჭკვიან სახის ნიღაბს შექმნის!

“ერთ-ერთი, რაც ალბათ ჩემს ნამუშევრებს აერთიანებს, მინიმალისტური, ცოტა „ასკეტური“ ესთეტიკაა” – შემოქმედი მანუჩარ ოქროსცვარიძე