in

Tabletop პროდაქშენი – „მადისაღმძვრელი“ გადაღებების საიდუმლო

დღევანდელ ჰიპერვიზუალურ სამყაროში, რთულია, მომხმარებელი რამით გააოცო. მათი ყურადღების მოპოვება სულ უფრო რთული და საპასუხისმგებლო დავალება ხდება. Aivani Production, სააგენტო Saatchi&Saatchi Tbilisi-ის ბაზაზე შეიქმნა და სწორედ ამ მისიის ხარისხიანად შესრულებაში დაგეხმარებათ. ამ ეტაპზე, კომპანიის ძირითადი მიმართულება Tabletop პროდაქშენია, რომელიც პროდუქტის მახასიათებლების ხაზგასმასა და მის სრულყოფილ აღქმას უზრუნველყოფს.

„დღეს უკვე შეგიძლიათ თქვენი პროდუქტი გახადოთ მთავარი მოქმედი გმირი ვიდეოში და სწორედ მისი განსაკუთრებული მახასიათებლებით მოიზიდოთ მომხმარებელი“.

რატომ უნდა დაინტერესდეს ბიზნესი Tabletop მიმართულების გადაღებებით? – გლობალურად, ინტერნეტ მომხმარებელთა 90.6% „ონლაინ“ სივრცეს სწორედ ვიდეოების საყურებლად იყენებს. მაღალი კონკურენციის ფარგლებში, ხარისხიანი, ბიუჯეტური, დროული, პროდუქტზე ორიენტირებული და თან, საინტერესო ვიდეოს გადაღება საკმაოდ რთული დავალებაა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ Tabletop მიმართულების და გამოცდილი, პროფესიონალი პროდაქშენ გუნდის არჩევით ამ შედეგის მიღწევა შეგიძლიათ. Tabletop მიმართულებაში დახელოვნებულ ადამიანებს უწევთ დეტალურად შეისწავლონ პროდუქტის მახასიათებლები, რამდენ ხანს გაძლებს მაღალი განათების ქვეშ, რამდენ ხანში დაკარგავს ჯანსაღ იერსახეს და როგორ იმოძრავებს კონკრეტული ზემოქმედების შემთხვევაში. ეს მიმართულება გარკვეულწილად, ხელოვნებისა და მეცნიერების ნაზავია. ერთის მხრივ, უნდა შეისწავლო პროდუქტის მახასიათებლები და ამა თუ იმ სტიმულზე მისი რეაქცია და მეორეს მხრივ, მიმზიდველად წარმოაჩინო ის.

დეტალურად საკუთარ გამოცდილებასა და Tabletop მიმართულების მნიშვნელობაზე Aivani Production-ის გუნდის წევრები, რეჟისორი ალექსანრე მელიქოვი და პროდიუსერი ალექსანრე ცხვედიანი მოგვიყვებიან.

როგორ დაიბადა იდეა და როდის დაიწყეთ ამ მიმართულებაზე ფიქრი?

ალექსანდრე მელიქოვი, რეჟისორი

„ნატახტარის“ ახალი ბოთლის კამპანიაზე ვმუშაობდით, 2019 წელს და კლიენტისთვის მნიშვნელოვანი იყო პროდუქტის მახასიათებლების მაქსიმალურად წარმოჩენა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დავინტერესდით Tabletop მიმართულებით. ჩვენს რეგიონში მსგავსი ტიპის გადაღებების დაგეგმვა საკმაოდ რთულია და მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკას, ასევე სპეციალისტების ჩამოყვანას კონკრეტული პროექტებისთვის. ეს საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და დროის თვალსაზრისითაც, გაწელილი პროცესია. მაგალითად, „ნატახტარის“ პროექტის დროს, ვითანამშრომლეთ სტუდიასთან ბუქარესტში და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამ გამოცდილებამ დაგვანახა Tabletop მიმართულების სტრატეგიული მნიშვნელობა. მიზნად დავისახეთ საერთაშორისო ხარისხის პროდაქშენის ლოკალურად  განვითარება და შევქმენით სპეციალური სტუდია ამ ტიპის გადაღებებისთვის.

რა სირთულეებს გადააწყდით იდეის განხორციელების პროცესში და ზოგადად, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ამ ტიპის პროდაქშენი?

გადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველ კადრზე გჭირდება სხვადასხვა ტექნიკის, მოწყობილობის გამოყენება. ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია ტექნიკაში, თუმცა ზოგჯერ გვიწევს თავად ავაწყოთ, მოვიფიქროთ ტექნიკურად რა გზებით მივიღებთ სასურველ შედეგს და შემდეგ გადავიღოთ. ყველა პროდუქტს ინდივიდუალურად, როგორც მთავარ მოქმედ გმირს, ისე ვუდგებით. თავად პროდუქტიც კი, ხშირად არა რეალური, არამედ სხვადასხვა მასალისგან დამზადებული და აწყობილია. ასევე, მისი მახასიათებლების უფრო მკვეთრად გამოსაჩენად, გვიწევს ჯერ კონკრეტული პროდუქტის შესწავლა, შემდეგ კი იმ ტექნიკაზე ფიქრი თუ როგორ გამოვკვეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები.

როგორც ახსენეთ, ეს მიმართულება საკმაოდ დიდ გამოცდილებას მოითხოვს. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით?  

ამ სფეროში დიდი ხანია ვმუშაობთ და ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს განხორციელებული. მას შემდეგ რაც დავინახეთ ბაზარზე Tabletop-ის ლოკალურად გადაღების სტრატეგიული მნიშვნელობა, კონკრეტულად ამ მიმართულებით განვითარება დავიწყეთ. პროექტების განხორციელებას პანდემიის დროს შევუდექით, როდესაც ხარისხიანი ვიდეო კონტენტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ Tabletop სტუდიებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან და ვთავაზობთ ქართულ კომპანიებს საერთაშორისო გამოცდილებას და ხარისხს ლოკალურად. გამოცდილებასა და პროფესიონალ გუნდთან ერთად, ჩვენი უპირატესობა ხელმისაწვდომი ბიუჯეტი და პროექტის ოპტიმალურ ვადებში შესრულებაა.

რა მოლოდინები და გეგმები გაქვთ?

ალექსანდრე ცხვედიანი, პროდიუსერი

გვინდა, ამ მიმართულებით, ახალი ტექნიკები მოვიძიოთ, მოვიფიქროთ, შევისწავლოთ და განვახორციელოთ. Tabletop, ძირითადად, ასოცირდება საკვებთან, მაგრამ ეს ასე არ არის. ნებისმიერი პროდუქტის გადაღებაა შესაძლებელი და ნებისმიერი პროდუქტის წარმოჩენა შეგვიძლია მთავარ პერსონაჟად. ამ დროს მთავარია დავიცვათ პერფექციონიზმი და უმნიშვნელო დეტალებსაც კი მივაქციოთ ყურადღება. მუდმივად ახლო კადრებით გადაღება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საბოლოო შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ ბიზნესის საჭიროებებს. შეგვიძლია  კლიენტს შევთავაზოთ ტექნიკური მხარდაჭერა, სივრცე გადაღებებისთვის ან მარტივი ფოტო/ვიდეო პროდაქშენი. პრობლემის სიღრმისეული შესწავლის გამოცდილება და ციფრული არხების შესაძლებლობების ცოდნა – ეს ჩვენი გუნდის უპირატესობებია. ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი კლიენტს შეგვიძლია განსაკუთრებული კონტენტი შევთავაზოთ მისაღებ ფასად.

 

[პარტნიორის კონტენტი]

კვლევა – ადამიანები ამერიკაში ბევრად ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით

iPhone-ის მოდელებს, შესაძლოა, USB-C პორტი დაემატოს!