in

ცვლილებების გზა – Saatchi&Saatchi-ის ანნა გუგულაშვილი შეუერთდა

ბოლო წლების განმავლობაში სარეკლამო სამყარომ მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. სარეკლამოს როლი გასცდა უბრალოდ პროდუქტისა თუ მომსახურების პოპულარიზაციას და შეითავსა კლიენტზე მორგებული მრავალმხრივი სტრატეგიების განხორციელება. საინფორმაციო ნაკადით გადაღლილ მომხმარებელთან ხმის მიწვდენა მეტად საპასუხისმგებლო დავალება გახდა. სარეკლამოებს კი კლიენტის მიზნობრივ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად ერთის მხრივ მეტი მრავალფეროვნება მოეთხოვება, მეორეს მხრივ კი მეტად კონცენტრირებულობა. ინოვაციების დანერგვა, ციფრული ცოდნა და გამოცდილება, შემოქმედებითი ხედვა და სტრატეგიული მიდგომა – ეს ის საკვანძო ფაქტორებია რომელიც ბრენდისა თუ ბიზნესის წარმატებას განაპირობებს. სააჩის ყურადღებაც სწორედ ამ ფაქტორებზეა მიმართული. დეტალურად საკუთარ გამოცდილებასა და სააჩის მიდგომებზე ანნა გუგულაშვილი, სააჩის ახალი რეგიონალური დირექტორი მოგვიყვება.

პირველ რიგში, მოგვიყევით როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა?

15 წელია მარკეტინგი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და კარიერის განმავლობაში ჩემი ცოდნა მარავალმხრივ გავამდიდრე და განვავითარე. ტოპ FMCG კომპანიებთან (L’Oreal, Pepsico) და B2B ინდუსტრიაში მუშაობის, სხვადასხვა გეოგრაფიული ლოკაციების ცვლილების (თბილისი, მოსკოვი, ლონდონი, კოპენჰაგენი), მასშტაბების რეგიონალურიდან გლობალურამდე გაზრდის და გზად ინოვაციური მიმართულებების აღმოჩენის შემდეგ, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო შემდეგი თავგადასავლი. სააჩის CEO-ს კევინ რობერტსის Lovemark თეორიის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და როცა ეს პოზიცია შემომთავაზეს, ენთუზიაზმით ავინთე. სააჩის გუნდში ყოფნით, თავს ლეგენდის ნაწილად ვგრძნობ. მეორეს მხრივ, ვაცნობირებ რომ ჩემი მრავალმხრივი და მდიდარი გამოცდილებით, მნიშვნელოვანი აქტივი ვარ კომპანიისთვის და თანამშრომლებისთვის. და რა თქმა უნდა, სააჩის მთავარი მამოძრავაბელი ფრაზა „არაფერია შეუძლებელი“ ჩემს პიროვნებასთან და ხასიათთან ძალიან ახლოსაა.

როგორია Saatchi&Saatchi-ის სამუშაო სივრცე და პოსტპანდემიური მუშაობის პრაქტიკა?

 როგორც ამბობენ, ცვლილება გარდაუვალი პროცესია, ტრანსფორმაცია კი ჩვენი გააზრებული ნაბიჯია. პანდემიამ შეცვალა რეალობა და შესაბამისად, ბიზნესის მუშაობის გზებიც. ჩვენ, როგორც ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებლი საერთაშორისო კომპანია, ჯერ კიდევ პანდემიამდე ვიკვლევდით მუშაობის ჰიბრიდულ მეთოდებს. შესაბამისად, პანდემიის გამოწვევებისას, მეტად ვიყავით გადართული კლიენტის საჭიროებებზე და რთულ პერიოდში მათ მაქსიმალურ მხარდაჭერაზე.

ტრანსფორმაციის მნიშვნელობის გააზრებით, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდით პოსტპანდემიური რეალობის გააზრების პროცესში და მზად ვართ შევქმნათ თავის სფეროში საუკეთესო, მომავლის სააგენტო. ჩვენი გამოცდილება ეყრდნობა როგორც ადგილობრივ ცოდნას, ასევე სააჩის გლობალური ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობას.

ტრანსფორმაციის თვალსაჩინოებისთვის, ორ მნიშვნელოვან ნაბიჯს გამოვყოფ:

  1. პანდემიის პერიოდი გამოვიყენეთ თანამშრომლებისთვის ახალი სივრცის შესაქმნელად. ეს არ არის უბრალოდ სამუშაო სივრცე, არამედ ადგილი მნიშვნელოვანი გამოცდილების დასაგროვებლად, ახალი შთაგონებისა და შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ვიზუალურადაც ძალიან მყუდრო და ეფექტურია, ისტორიული და თანამედროვე დიზაინის ელემენტებით. მოკლედ რომ შევაჯამო, ეს არის კოლაბორაციისა და შთაგონების ადგილი თბილისის ცენტრში. ჩვენ შევქმენით სივრცე ძველი მეთოდების გადააზრებისთვის და მუშაობისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებისთვის.
  2. პროდაქშენ სტუდიაც ავამუშავეთ და ძალიან აღელვებულები ვართ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით. უკვე თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ მაღალი სტანდარტის ვიდეომასალა ყოველდრიურ რეჟიმში. ეს სტრატეგიული ინვესტიცია უპირატესობას მოგვცემს ბაზარზე და ახალ ამაღელვებელ შესაძლებლობებს გამოაჩენს.

რა გეგმები გაქვთ და როგორია თქვენი მოლოდინები?

სააჩის ღირებულებებიდან გამომდინარე, გვჯერა რომ ადამიანი ყველაზე დიდი აქტივია კომპანიაში. ადამიანში კი მის ინდივიდუალობას, ხასიათსა და პროფესიონალიზმს ვგულისხმობთ. თანამშრომლების ზრდა და განვითარება ჩვენი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ეს განაპირობებს მუშაობის მაღალ სტანდარტებს. ქართველების შემოქმედებითობა, გემოვნება და სტილი – ეროვნული საგანძურია. სწორედ ამ ნიჭისა და გლობალური გამოცდილების გაერთიანება გვსურს.

მეორე პრიორიტეტი კი მარკეტინგული კონსალტინგის შესაძლებლობების განვითარებაა ადგილობრივ ბრენდების მხარდარდაჭერაზე კონცენტრირებით. ეს მიმართულება მეც, როგორც საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებულს, კარგად მეხმიანება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„აჭარა ჯგუფში“ ცვლილებებია!

მეცნიერები ცოცხალი უჯრედების მიმბაძველ ხელოვნურ უჯრედებს ქმნიან