in

#XmasEscape – საახალწლო გაქცევა ოჯახური იდილიისგან

ახალ წლამდე რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მით მეტია იმაზე საუბარი, თუ რა ბედნიერებაა ამ დროს ოჯახთან ერთად შეკრება და წლის განსაკუთრებული დღის მათათან ერთად გატარება. თუმცა, ჯერ არავის უხსენებია იმ პატარა წვრილმანების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გაქცევა მოგანდომოთ. არავის, ავიაკომპანია Ryanair–ის გარდა.

BOG

#XmasEscape ბრენდის საახალწლო ვიდეორგოლია, რომელიც თითქმის ყველასგან განსხვავდება. მართალია, არაფერი შეედრება, როდესაც ნახევარ კონტინენტს გადაიფრენ და ოჯახის წევრების გაბრწყინებულ სახეს ნახავ, მაგრამ ზოგისთვის ამ ტკბილი სიტყვების და ემოციების გაცვლა სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შემდეგ იწყება რეალობა: გაუთავებელი კითხვები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, სტუმრად ჩამოსული ნათესავები, რომლებსაც შენი ოთახი აქვთ დაკავებული, მოსაბეზრებელი ისტორიები, ოჯახური კამათი და აურზაური… ვიდეორგოლის გმირთან საახალწლო იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა და სულ მალე გაუჩნდა გაქცევის დაუოკებელი სურვილი. 

 

https://www.youtube.com/watch?v=dhjzeaktu9I

თიბისი ბანკის პოსტერი „გამარჯობა“ მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა

როგორ ცდილობენ საახალწლოდ ერთმანეთის გახარებას ბებია და შვილიშვილი