26
Dec
2016

საახალწლო მოკითხვა სირიიდან – ტრაგიკული რეალობა, “Let it Snow!”–ს თანხლებით

26 Dec 2016

Elit Electronics


ზოგისთვის სიმღერა “Let it Snow!” საახალწლო ბედნიერების მომტანია, სხვებისთვის კი იმ უბედურების შემხსენებლი, რაც დაუმთავრებელმა ომმა და კონფლიქტმა მოუტანა. წითელმა ჯვარმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მსოფლიოსთვის ის საშინელი და ტრაგიკული რეალობა, რომლის გადატანაც სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას უწევს. უდარდელი სიმღერა საკმაოდ ზუსტად, მაგრამ ძალიან მძიმედ მოერგო იმ ვითარებას, რომლებსაც დასასრული ჯერ, სამწუხაროდ, არ უჩანს. მაშინ, როცა ოჯახები საახალწლო “ფუსფუსში” არიან ჩართულები, ფიქრობენ, კიდევ რა დაუმატონ მენიუსა და საჩუქრების ჩამონათვალს, ცოტა მოშორებით, მშვიდობიან მოსახლეობას უმიზეზოდ ხოცავენ. მათ ერთადერთ სურვილს კი სიცოცხლე და მშვიდობა წარმოადგენს.

 

განხილვა