16
Dec
2016

სიურპრიზი ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახებს – WestJet-ის მორიგი საახალწლო კამპანია

16 Dec 2016

Elit Electronics


კანადაში, ფორტ მაკმიურეის ტყეში გაჩენილმა ცეცხლმა, უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშე დატოვა. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ამ ტრაგედიის გამო სერიოზულად დაზარალდნენ, დღემდე უიმედო მდგომარეობაში არიან. მართალია, ახალი წელი ახლოვდება, მაგრამ მათთვის საახალწლო ხალისი ახლა ზედმეტი ფუფუნებაა. ავიაკომპანია WestJet-მა, ყოველწლიურ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, გადაწყვიტა მათთვის ნამდვილი საახალწლო საოცრება მოეწყო.

 

ჯერ კამპანიისთვის დაზარალებულ ოჯახებს თავიანთი ისტორიის მოყოლა სთხოვეს, ისე, რომ ყველას გაეგო ამ ადამიანების ტრაგედია. შემდეგ კი, მთელი ქალაქი ლამაზად მორთეს და დიდი დარბაზი ააშენეს, სადაც საახალწლო ვახშამი, კონცერტი და ბავშვებისთვის გასართობი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. სანამ ყველა ერთობოდა, WestJet-ის წარმომადგენლები კვლავ მუშაობდენენ და ჯადოსნურ საღამოს კიდევ უფრო განსაკუთრებული დასასრული გაუკეთეს. მართალია, ისტორია საკმაოდ სევდიანია, სამაგიეროდ, საახალწლო გაგრძელება აქვს ბედნიერი.

განხილვა