სანტაზე ბევრი რამ ვიცით: თეთრი წვერი აქვს, დიდი მუცელი, საყვარლად იცინის, უყვარს ბავშვები, ცხოვრობს ლაპლანდიაში, აქვს მფრინავი ციგა და ჰყავს ჩრდილოეთის ირმები… მაგრამ თუ გვგონია, რომ სანტას საახალწლო სამსახური მხოლოდ ჩამოწერილი საჩურების დარიგებით შემოიფარგლება, ნამდვილად ვცდებით და Kit Kat–ის საახალწლო ვიდეორგოლი ამის კარგი მაგალითია.
ახალი წლის პერიოდში, მაშინ, როდესაც ზოგი საახალწლო საყიდლებით არის დაკავებული, იმას ფიქრობს, სად გაატაროს ახალი წელი და როგორ გაერთოს, არიან ადამიანები რომლებიც შეუსვენებლად ასრულებენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს. სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად საახალწლო განწყობა და კარგი მოტივაცია. Kit Kat–მაც ძველ მეგობარს დახმარება სთხოვა და სანტაც ქალაქის ქუჩებში ამ ადამიანების დასახმარებლად გაემართა.
იქ კი, სადაც ბრენდის უგემრიელესი შოკოლადი სანტასთან ერთად ჩნდება, შესვენება გარდაუვალია.












