26
Dec
2016

საახალწლო ვახშამი აეროპორტში – უჩვეულო სიურპრიზი მგზავრებს

26 Dec 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება და აეროპორტშიც მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს. წელიწადის ამ განსაკუთრებული დღის სახლში, ოჯახთან ერთად შეხვედრის სურვილით შეპყრობილი მგზავრები, აეროპორტში საათობით უცდიან თავიანთ რეისებს. იმისთვის, რომ ეს მოლოდინი უფრო სასიამოვნო გახდეს და საახალწლო განწყობაც აქედანვე კარგი შეიქმნას, ავიაკომპანია KLM–მა მგზავრებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყო. მარტო, მოწყენილად ჯდომის ნაცვლად, ბრენდმა მომხმარებელს გემრიელი და ლამაზი საახალწლო მაგიდა შესთავაზა. ვინ არ ისურვებს აეროპორტში დროის ასეთ არაჩვეულებრივ ვითარებაში გაყვანას?! სკამები მალევე შეივსო და საახალწლო ვახშამი გაჩაღდა. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები არაჩვეულებრივმა საახალწლო სიურპრიზმა გააერთიანა და დააახლოვა. ახალი წლის მთელი ხიბლიც ხომ სწორედ ესაა?!

 

განხილვა