in

თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 21-23 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს. 3 დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს მრავალი სიახლე ელით. ფესტივალისთვის საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა ფასდაკლებით წარადგენს ძველ და ახალ გამოცემებს.

BOG
BOG

 

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას. საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

წიგნის საახალწლო ფესტივალი 21-23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, საგამოფენო დარბაზში, ჩატარდება.

თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:

ალეფი/Alephi
აგორა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბუქკაფე
ბუქმანია
გამომცემლობა მერიდიანი
გამომცემლობა წიგნი+ერი
გამომცემლობა დიოგენე
გამომცემლობა არტანუჯი
გამომცემლობა ინტელექტი
გამომცემლობა ინდიგო
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გამომცემლობა პალიტრა L
ექსლიბრისი
ერუდიტი
ზებრა გრუპ
ი/მ ირინა დენეიკინა
კინგსი საქართველო
კოსმო – ხელნაკეთი აქსესუარები
ოლმა
პოეზია
პრემიერი 2015
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – სოვლაბი
საერთაშორისო სახლი
საქწიგნი
საქართველოს უნივერსიტეტი
სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
სეზანი
ქართული კომიქსი
ქარჩხაძის გამომცემლობა
შემეცნება
წიგნის მეგობარი
ჯეოპოსტერი

ტყიბულში ევროპული ბრენდების მწარმოებელი ქურთუკების ქარხანა აშენდება

Burger-King-ის ვუპერი ერთ ცენტად…