in ,

საახალწლოდ, პიცას სახლში სანტას რომელიმე ირემი მოგართმევთ ! – Domino’s კიდევ ერთი უჩვეულო სერვისი

 Domino’s ბრენდის კრეატიულობა არაერთხელ გამოვცადეთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებული მონდომებით მიტანის სერვისს ეკიდებიან ხოლმე. დრონით “მოფრენილი” პიცა უკვე ვნახეთ, ახლა დროა, ირმის მიერ მორთმეული გავსინჯოთ.

იაპონიაში, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სინოპტიკოსები გარკვეულ ადგილებში დიდთოვლობასაც ელოდებიან, მაგრამ Domino’s პიცას ვერც თოვლი და ვერც უამინდობა შეაჩერებს. ბრენდის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს პიცის ადრესატამდე მისატანად ზამთარში ყველაზე ეფექტური და ტრადიციული “ტრანსპორტი” გამოეყენებინათ. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ირმები სპეციალურად ჩამოიყვანეს და ჯერ წვრთნიან. მართალია, თოვლის ბაბუს ერთგულ დამხმარეებს  ცოტათი უჭირთ ახალი დავალების ათვისება, მაგრამ ბრენდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრობლემა მარტივად მოგვარებადია. მას შემდეგ, რაც თავიანთი საქმის შესრულებას უკვე ოფიციალურად შეუდგებიან, ბრენდი უჩვეულო “კურიერებს” GPS მოწყობილობით უზრუნველყოფს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გააკონტროლოს სად იმყოფება საახალწლო ირემი შეკვეთილი პიცით.

სტაფილოსაც უნდა სანტას ნახვა! – Aldi–ის საახალწლო ვიდეორგოლი

ერთი განსაკუთრებული მომენტისთვის ნასწავლი ენა – ბაბუას საახალწლო ისტორია