ლიტერატურული პრემია „საბა“, ისევე როგორც ძალიან ბევრი ღონისძიება, წელს, განსხვავებული და ცოტა უცნაური ფორმატით ჩატარდა. გამარჯვებულები, ჟიურიმ და „საბას“ უცვლელმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა „ონლაინ“ დაასახელეს, ჯილდოს მფლობელებს კი პრემია თბილისის ქუჩებში, ღია ცის ქვეშ გადასცეს.
მაშ ასე, პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:
- „საუკეთესო დებიუტი” – მაია ცირამუა – „მშვიდობით, ძია გერშვინ!“
- „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” – რამაზ ჭილაია – „პოეტიკური ჩანაწერები“
- „საუკეთესო პიესა“ – ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევია“
- „საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზა” – შორენა ლებანიძე – „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“
- „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის“ – ელზა ახვლედიანი – ემა ვიგოსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“
- „საუკეთესო პროზაული კრებული“ – მამუკა დოლიძე – „გასეირნება დროთა სივრცეში“
- „საუკეთესო პროზაული კრებული“ – ტარიელ ჭანტურია – „სიყვარულის შავი ყუთი“, ბესიკ ხარანაული – „დიდი სმა“
- „წლის საუკეთესო რომანი“ – ბესო სოლომონაშვილი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“
„ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, წელს, „საბა“ პოეტსა და მთარგმნელს ბათუ დანელიას გადაეცა.