in

მთავარია მიდგომა! – ციფრული მედიის მენეჯერი საბა ასლამაზაშვილი სოციალურ მედიაზე (ქეისი)

სოციალური ქსელი რომ, დღესდღეობით, უამრავი კომპანიისა თუ ორგანიზაციის ძირითად საკომუნიკაციო არხია საქართველოში და არამარტო, დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუმცა, ცოტა მათგანი ახერხებს მნახველების მიზიდვას რეგულარული საინტერესო კონტენტით. საბა ასლამაზაშვილი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგს ხელმძღვანელობენ. განსხვავებით უამრავი ფეისბუქ გვერდისა (მათ შორის საჯარო სექტორის), დაცული ტერიტორიების სააგენტოს კონტენტი უამრავი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რამაც ბუნებრივია, განაპირობა ჩვენი დაინტერესება. დეტალებისთვის სააგენტოს სოციალური მედიის მენეჯერს საბა ასლამაზაშვილს მივმართეთ.

 

M: ვინ არის საბა ასლამაზაშვილი? პროფესიით ვინ ხარ და რას საქმიანობ?

ციფრული მედიის მენეჯერი, 3 წელი ვმუშაობდი კონსულტანტად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ასევე ვუწევდი მომსახურებას სხვადასხვა კერძო კომპანიებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოდან წამოვედი 1 თვის წინ და ამჟამად ვფრილანსერობ.

M: ნებისმიერი ფეისბუქ გვერდის პოპულარიზაციაა შესაძლებელი? როგორ უნდა შევარჩიოთ, რა მიდგომა ჯობია საამისოდ?

ჩემი აზრით, კი, ნებისმიერი გვერდის პოპულარიზაციაა შესაძლებელი, რადგან თუ რაიმე არსებობს ჩვენს სამყაროში, იმიტომ შეიქმნა, რომ ამაზე მოთხოვნა იყო, შესაბამისად პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ ვინ ითხოვს ამ კონკრეტულს (გავაკეთოთ კვლევა), შემდეგ უნდა გავნსაზღვროთ მიზანი, აუდიტორია, გავაკეთოთ საინფორმაციო გარემოს მონიტორინგი და ანალიზი და დავსახოთ სტრატეგია მიზნიდან გამომდინარე. მთავარია იცოდე, რაზე გაამახვილო ყურადღება იქნება ეს ტექსტუალური ნაწილი, თუ ვიზუალური.

M: როგორც წესი, საჯარო სექტორის გვერდები სოციალური აქტიურობით არ გამოირჩევა. ამავდროულად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქ გვერდი საკმაოდ აქტიურია. გავაცნოთ მკითხველს, როგორია გვერდის სტატისტიკა?

პატარა შესწორებას გავაკეთებ, აქტივობა აქვთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნაკლებად წარმოადგენს საზოგადოების ინტერესის საგანს, ჩვენი კონტენტი იმდენად პოზიტიურია, რომ გვერდის მომხმარებლების უმრავლესობა არ აღიქვამს, როგორც საჯარო უწყების გვერდს. სააგენტოს გვერდს ორგანული რიჩი კვირაში 200k-მდე აქვს და 500-მდე  ფოლოვერი ემატება. პოსტებზე ჩართულობაც კარგი გვაქვს (შემოგვიარეთ და ამაში თავად დარწმუნდებით).

M: მხოლოდ ფეისბუქ გვერდს იყენებთ ინტერაქციისთვის თუ სხვა საკომუნიკაციო არხებითაც სარგებლობთ?

ვცდილობთ ავითვისოთ ყველა ონლაინ პლატფორმა, რასაც ჩვენი კონტენტი შეესაბამება. ამ ეტაპზე ვიყნებთ: Facebook, Youtube, Instagram, Tweeter, რადგან საქართველოსი ყველაზე პოპულარული სოც ქსელი არის ფეისბუქი, ჩვენთვისაც ეს არის პრიორიტეტი.

M: როგორია ძირითადი კონტენტი, რითაც იზიდავთ მნახველებს?

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ტურიზმი და ბიომრავალფეროვნება, ადმინისტრაციული ნაწილი ძირითადად ვებ-გვერდზე იდება. ჩვენს გვერდზე ყველაზე დიდი გამოხმაურება ცხოველებს აქვთ, განსაკუთრებით დათვები უყვართ… კომენტარებს რომ ვკითხულობ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ტყეში რომ შეხვდეთ, მივლენ და მოფერებას დაუწყებენ. ცხოველების გადაღება ხდება ფოტოხაფანგის საშუალებით, რომლებიც ტყეში აქვთ დამონტაჟებული ჩვენს რეინჯერებს და პერიოდულად გვიგზავნიან, ზოგჯერ არის ისეთი ფოტოებიც, რომლებიც ძალიან ჰგავს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, მაგალითად, იყო შემთხვევა ერთ-ერთი ფოტო ძალიან ჰგავდა შიშკინის ცნობილ ნახატს და ჩვენ შედარება გავაკეთეთ.

ასეთი შემთხვევა ერთ-ერთი ფოტოგრაფის გადაღებულ შველზეც იყო, რომელიც ძალიან ჰგავდა ნიკალას დახატულს და ამაზეც ანალოგიურად მოვიქეცით.

ასეთი კონტენტი ძალიან კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი კონტენტის მთავარი ნაწილი, სხვა ბევრი სახალისო ფოტო და ვიდეო მასალა გვხვდება, ჩვენ ვცდილობთ დავუკავშიროთ ეს ჩვენს რეალობას და მიმდინარე მოვლენებს. ზოგიერთ ცხოველს, ჩვენი ფოლოვერი არქმევს სახელს, შემდეგ პოსტს ჩვენ მისი დარქმეული სახელით ვაქვეყნებთ, მაგალითად: ფოცხვერს “დიდი ფისო” შეარქვეს, ჩვენ ამის შემდეგ ფოცხვერის ფოტოს რომ ვდებთ, როგორც “დიდ ფისოს” ისე მოვიხსენიებთ და ეს ძალიან მოსწონთ. ჩვენ ვაკვირდებით, რა მოსწონს ჩვენს მომხარებელს და იმის მიხედვით ვაწვდით კონტენტს.
ბუნების ფოტოებსაც კარგი გამოხმაურება აქვს, რადგან ყველა დაცული ტერიტორია გამოირჩევა თავისი სილამაზით და ენდემური სახეობებით. ახალი ფოტოების მხრივ პრობლემა ნაკლებად გვაქვს, რადგან სააგენტოს ჰყავს ფოტოგრაფი და სეზონურად იღებს, ასევე არიან ფოტოგრაფები ზოგი დამწყები, ზოგიც პროფესიონალი, რომლებიც მოგზაურობენ ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე, იღებენ და გვიგზავნიან, შემდეგ ჩვენ ვდებთ ჩვენს გვერდზე და საავტორო უფლებებს მათი სურვილის მიხედვით ვუთითებთ. ისინი ჩვენ გვიწევენ პოპულარიზაციას, ჩვენ მათ. მიწოდების ნაწილში ვიყენებთ ყველაფერს, რის საშუალებასაც გვაძლევს ფეისბუქი პირდაპირი ჩართვა იქნება ეს, ვიდეო, გიფი, პოლი, ფოტო თუ სხვა (საბედნიეროდ, ბევრი არჩევანი გვაქვს).

M: რომელ კამპანიას გამოარჩევდი, რომელზეც გუნდთან ერთად იმუშავე?

ახალი წელი მოდის და ნაძვის ხის მოჭრა ყველ წელს აქტუალური საკითხია… “ნუ მოჭრი – მორთე”  ეს კამპანია მე და ჩემმა მეგობარმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და მერიასთან ერთად გავაკეთეთ, კამპანია მიზნად ისახავდა წინასაახალწლოდ ნაძვის ხეების მოჭრის შემცირებას. საზოგადოებას მოვუწოდებდით მოჭრის მაგივრად, მოერთოთ ხეები საკუთარ ეზოში, ქალაქში ან ტყეში მისი სურვილის მიხედვით და შემდეგ განეთავსებინათ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #ნუმოჭრიმორთე, სამინისტრომ დააორგანიზა შეხვედრა კერძო სექტორთან და შევთავაზეთ კამპანიაში ჩართვა. კაპანიაში ჩართული იყო: 15-მდე კერძო კომპანია, რომლებმაც თბილისის სხვადასხვა უბნებში მორთეს ნაძვისხეები, ჩართული იყო დაცული ტერიტორიების სააგენტო, ჩაერთო რამდენიმე რეგიონი, ასევე მოქალაქეები რთავდნენ ეზოებს და შემდეგ ჰეშთეგით ტვირთავდნენ არ ჩვენ გვიგზავნიდნენ განსათავსებლად.
​ამ კამპანიას გამოვარჩევ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, ბევრი შრომა ჩავდეთ ყველამ და ეს შრომა ფუჭი არ ყოფილა არცერთი ნეგატივი არ ჰქონია ამ კამპანიას. კამპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ “ნუ მოჭრი მორთეს” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

M: როგორ ფიქრობ, რისი ცოდნა სჭირდება დღეს სოციალურ მედია მენეჯერს?

სოციალური მედიის მენეჯერმა აუცილებლად უნდა იცოდეს კვლევა, ვიზუალზე მუშაობა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მომხმარებელთან კომუნიკაცია. უნდა იცნობდეს სოციალრ მედია პლატფორმებს და განათავსოს პალატფორმისთვის რელევანტური კონტენტი. უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა და უსაზღვრო ფანტაზის უნარი.

საქართველოს ტურისტული ბაზრის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პერსპექტივები (ხედვა)

რეკლამები და კამპანიები, რომლებმაც საქართველოს 2017-წელს გამარჯვება მოუტანეს