რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საგანგებო გაცხადება, რომლის შესახებაც საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად წერდნენ. განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გვსურს, საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს მოვახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სისტემატიურად შეინიშნება სხვადასხვა მიზნით შემოსული ბევრი ადამიანი. სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულია მათი გადაადგილება და საქმიანობა სხვადასხვა აუდიტორიაში, ბიბლიოთეკაში, ფიტნეს დარბაზში, სასადილოში, ეზოში, ვერანდაზე, ახალი კამპუსის ტერიტორიაზე და ა.შ.
გამოძიების წინასწარი ვერსიით დგინდება, რომ ამ ადამიანთა მოტივი და მიზნები უკავშირდება ბიზნესისა და ტურიზმის, სამართლის, თეოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებს. ერთადერთი, რასაც გამოძიება ამ ეტაპზე დანამდვილებით ადასტურებს არის ის, რომ საბაუნიდან წაღებულია დიდი ოდენობით ცოდნა!”
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ ვლადიმერ სახელაშვილს გავესაუბრეთ.
საბაუნიდან წაღებული აქვს დიდი ოდენობით ცოდნა – რას ემსახურებოდა აღნიშნული განცხადება?
“განცხადებას ერთგვარი მარკეტინგული კამპანიის სახე ჰქონდა, რომლის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო ჩვენი წარმატებული სტუდენტები, ცოდნის და განათლების ის მაღალი დონე, რომლის ,,წაღებაც“ თითოეულ სტუდენტს შეუძლია საბაუნიდან. ეს კამპანია გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ, საზოგადოებას გავაცნით ის წარმატებული კურსდამთავრებულები და სტუდენტები, რომლებმაც ნამდვილად წაიღეს ან მომავალში წაიღებენ საბაუნიდან დიდი ოდენობით ცოდნას.”
საბაუნი ამაყობს თავისი წარმატებული სტუდენტებით!
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი/საბაუნი დაარსდა 2002 წელს როგორც ფილოსოფიის, თეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტი. დღეს კი აერთიანებს სამ ფაკულტეტზე არსებულ ექვს საბაკალავრო და სამ სამაგისტრო პროგამას.
საბაკალავრო პროგრამები: თეოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ ენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა, ტურიზმი.
სამაგისტრო პროგრამები: სამართალი, თეოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი, პროფესიული განვითარებისა და უცხო ენათა ცენტრები.
უნივერსიტეტი იძლევა ისეთ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს როგორიცაა:
• ცოდნის მიღება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი, ლიდერი პროფესორებისგან;
• სწავლის შესაძლებლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით;
• თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა;
• სტიპენდიის მიღების საშუალება არა მხოლოდ აკადემიური მოსწრებით არამედ აქტიური სტუდენტური ცხოვრების მეშვეობით;
• სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებობა
10%იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე ერთი ოჯახიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე;
• დასაქმება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში.
• შშმ პირებისათვის ადაპტირებული პირობები და სასწავლო პროგრამები.
• სწავლა კომფორტულ გარემოში. – კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკის ბაზა, კაფეტერია სტუდენტებზე მორგებული ფასებით, ფიტნეს ცენტრი სპეციალური სტუდენტური აბონიმენტებით.
საბაუნიში მიიღებთ ცოდნას, რომელიც წარმატებას მოგიტანთ.
თქვენი წარმატებული მომავალი იწყება საბაუნიში.
P.S. აქვე დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც ჩვენი ,,ცოდნის წამღები“ სტუდენტები სათანამშრომლოდ მიიწვიეს!
#საბაუნი088 #მოლოდინზემეტი
[პარტნიორის კონტენტი]