5
Aug
2015

“საბა ურავია ბოლომდე იბრძოლებს საბურავების უფლებების დასაცავად”- სააგენტო “რედბერი”

5 Aug 2015

redberry 1ციფრული სარეკლამო სააგენტო “რედბერი” 2014 წელს დაარსდა და მცირე დროში მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ასევე სარეკლამო კამპანიის განსხვავებული და ნოვატორული გზით წარმართვის კუთხით.

“რედბერის” მიერ ჩატარებული “საბურავების კამპანიამ”, რომლის ლიდერიც არის კომპანიის მიერ შექმნილი “საბურავი-პერსონაჟი” საბა ურავია, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და საგრძნობლად აამაღლა საზოგადოების ცნობიერება გაცვეთილი საბურავების გამოყენების საშიშროებაზე.

“მარკეტერი” გთავაზობთ ინტერვიუს სააგენტო “რედბერის” სტრატეგ-ლევან კეცხოველთან, რომელმაც მოგვიყვა თუ როგორ შეიქმნა “რედბერი”, როგორ განხორციელდა საბურავების კამპანია და რა გეგმები აქვს საბა ურავიას.

M: რა   არის “რედბერი”? როგორ შეიქმნა სააგენტო და ვინ არიან დამფუძნებლები?

„რედბერი“ არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების სააგენტო. ტექნოლოგიები მოიცავს ციფრული, სოციალური მედიის არხებს, ყველაფერს, რაც“დივაისად” შეგვიძლია გამოვიყენოთ.

სააგენტო შეიქმნა 2014 წლის სექტემბერში. დამფუძნებლები არიან გაგა დარსალია და გიორგი მონავარდისაშვილი. მე მოგვიანებით შევუერთდი. სამივემ ESM დავამთავრეთ. ოფიცილურად სტრატეგი ვარ, მაგრამ, რადგან პატარა კომპანია ვართ, სამივე ყველაფერში ვმონაწილეობთ – კრეატივში, წარმოების პროცესში.

redberryრაც შეეხება სახელწოდებას, ინსპირაციის წყარო რეი ბრედბერია და მისი ნაწარმოები „Rocketman” რომელიც აისახა ჩვენს ლოგოში, როგორც ადამიანისა და ტექნოლოგიების ყველაზე ჰარმონიული შერწყმა.

დაარსებიდან პირველი პერიოდი კომპანიის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ვებ დეველოპმენტით. წელს კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს სააგენტო გამხდარიყო full service ციფრული სარეკლამო კომპანია. სწორედ ამ დროს დამიკავშირდნენ და აპრილიდან ვებ დეველოპმენტის გარდა დავიწყეთ კრეატიული მომსახურება და ზოგადად ციფრული სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა.

M: როგორ გაჩნდა საბურავების კამპანიის   შექმნის   იდეა? მოგვიყევით “საბა ურავიაზე” და დამკვეთზე.

დამკვეთი არის კომპანია “თეგეტა მოტორსი”, რომელთანაც უკვე გვქონდა საქმიანი ურთიერთობა – ჩვენი შექმნილი “ფილიპსის” ნათურების ვებ აპლიკაცია, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და ძალიან კმაყოფილი იყო დამკვეთი.

ამჯერად “თეგეტა მოტორსს” სურდა მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, ძველი საბურავების ახლის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით.კონსულტაცის შემდეგ, შევთავაზეთ კომპანია მოქცეულიყო ისე, როგორც იქცევიან ბაზრის ლიდერები. ეზრუნა ახალი საბურავების ბაზრის გაზრდაზე. მათთან კონსულტაციის, ჩვენი ჩატარებული კვლევების შემდეგ ზემოხსენებული კამპანიის წარმოება გადაწყდა.

აქციაქუჩაში რომ გაიხედო, მძღოლების 80 პროცენტი მეორადი საბურავებით დადის, აქედან 30-35 პროცენტამდე ბოლომდეა გაცვეთილი, არ აქვს მოჭიდების უნარი. 20% პროცენტი არასეზონურ საბურავს ხმარობს. ამ პირობებში, “თეგეტა მოტორსი”, როგორც ბაზრის ლიდერი, გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნოს ადამიანების უსაფრთხოებაზე. ავტომობილის გზის საფართან შეხების ერთადერთი წერტილი საბურავებია. თუმცა, სამწუხაროდ, საბურავების როლი ადამიანების გადაადგილებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სათანადოდ არაა დაფასებული. სწორედ ამიტომ აიმაღლეს ხმა საბურავებმა. მათ მოუწოდეს ადამიანებს, რომ გამოიყენონ სწორი საბურავი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 M: რა სირთულეებს წააწყდით კამპანიის   პერიოდში?

ბევრნაირი სირთულე იყო. ძალიან მასშტაბურ პროექტს შევეჭიდეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, წარმატებულად ჩატარდა, მაგრამ კეთების პროცესი ძალიან მძიმე იყო. 24 საათი ვმუშაობდით ყოველდღე.

ეს კამპანია არც ერთ სხვას არ ჰგავდა.

თავიდან, როდესაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობდით, პირველად საზოგადოებრივი მოძრაობის იდეა მოგვივიდა, გაგვახსენდა სხვადასხვა წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია, მაგალითად, better together, საქართველოს რეალობაში „ეს შენ გეხება“ და სხვა.. შედეგად, ngo-ების ტიპის კამპანიის ჩატარება გადავწყვიტეთ.

შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სოციალური კამპანია, ადამიანების მონაწილეობით, ძალიან ყალბი იქნებოდა. შესაბამისად, საჭირო იყო მიგვეგნო პრობლემის კრეატიული გადაწყვეტის გზისთვის. საბოლოო შედეგი კი მივიღეთ, რომ გაკეთდა საბურავების სოციალური კამპანია, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აქციის მსგავსად, ყველა პუნქტის გათვალისწინებით.

saburavebiშევქმენით ფბ მომხრებლები, რომლებსაც დავარქვით გელა ბრიჯსტოუნი, საბურავ გოგოხია, საბა ურავია, გივი ბორბალიკაშვილი. ადამიანებს, რომლებიც აკომენტარებდნენ ან კითხვებს სვამდნენ, სწორედ ჩვენი შექმნილი საბურავი-პერსონაჟები პასუხობდნენ კომპანიის წარმომადგენლების ნაცვლად. აქტიურ კომუნიკაციაში შედიოდა საბურავების მოძრაობის ლიდერი საბა ურავიაც. ვფიქრობ, ამ სახით “fake” მომხმარებლების გამოყენება საინტერესო გამოცდილება იყო და მსგავსი შემთხვევა არც შეგვხვედრია სხვა კამპანიებში.

M: რა გაკეთდა კამპანიის ფარგლებში, როგორც ვიცით, ხმაზე ბესო კაჭარავამ იმუშავა და როგორ შეაჯამებდით შედეგებს? რამდენად მოიცვა ამ ყველაფერმა სამიზნე სეგმენტი?

კამპანიის ხარისხი – ბესო კაჭარავას პროფესიონალიზმის დამსახურებით ერთი-ორად გაიზარდა. ბესომ შექმნა უნიკალური ხმის აიდენტიკა საბა ურავიასთვის, დაადო უნიკალური ეფექტები მსახიობის ხმას – რეზინის ექო, რომელიც ყურში რომ გხვდება, რეზინის ასოციაციას ტოვებს, ისეთს, როგორი ხმაც ექნებოდა საბურავს. ძალიან ძლიერი პროფესიონალია.

შედეგებსაც ორ ნაწილად გავყოფდი. ერთია სეგმენტის მოცვა – რამდენი ადამიანის ყურამდე მივიდა პრობლემა ეგრედწოდებული Reach, მეორე ნაწილი – რამდენად გაიზარდა გაყიდვები. მეორე ნაწილზე დასკვნებს ჯერ ვერ გავაკეთებთ. ზაფხულის ბოლომდე უნდა დავიცადოთ.

რაც შეეხება სამიზნე სეგმენტის მოცვას, ორჯერ გადავაჭარბეთ დასახულ მიზანს და კომუნიკაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

saburavi 1M: საბა ურავიას სახით უკვე ჩამოყალიბდა პერსონაჟი, რომელიც საბურავების უფლებებს იცავს. რა გეგმებია მასთან დაკავშირებით? დროებითი იყო, თუ აგრძელებს არსებობას?

ამ პერსონაჟს დიდი პოტენციალი აქვს. საბა ძლიერი და საინეტერსო ბექგრაუნდითაა. განათლება მიიღო ინგლისში, TR –Tire Relations განხრით. ძალიან საინტერესო ისტორიები და ინდივიდუალური ხასიათი აქვს. კამპანიის ლიდერია. დიდი გეგმები აქვს და ბოლომდე იბრძოლებს საბურავების უფლებების დასაცავად.

M: რაც შეეხება რედბერის, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რაც შეგვეხება ჩვენ, ძალიან მალე ვხდებით „გუგლის“ პარტნიორები სარეკლამო კუთხით. მალე „რედბერი“, როგორც full service ციფრული სააგენტო, ძალიან ბევრ სიხალეს შემოგთავაზებთ.

განხილვა