in ,

საერთაშორისო ფორუმი საცალო საბანკო მომსახურებაში! 27 მაისს თბილისში

27 მაისს თბილისი საერთაშორისო საცალო საბანკო მომსახურების ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში, მსოფლიოს წამყვანი ბანკების გამოცდილი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. სპიკერები მონაწილეობენ შემდეგი ბანკებიდან: Swedbank, Intesa Sanpaolo, Citi, SEB, Rosbank/BSGV Societe Generale.  დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება სფეროში მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებს გაეცნონ.

IRBF 2

“ფორუმი მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში მოღვაწე საბანკო პროფესიონალები უზრუნველყოს პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რომელიც მათ შემოსავლის ზრდასა და წარმატებაში დაეხმარებათ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რეგიონში პირველ საერთაშორისო ფორუმს ვატარებთ, რომელიც საცალო საბანკო მომსახურებას ეხება. ღონისძიება 2013 წლის 27 მაისაა დაგეგმილი. ეს ღონისძიება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წამოწყებაა, იგი ყოველწლიურად იმართება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ამ ღონისძიებაში ბოლო ორი წლის მანძილზე 1000-ზე მეტმა საბანკო სფეროს ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა” – ამბობს პროექტის დირექტორი როზეტა პიზევსკა.

საერთაშორისო ფორუმის თემებია: როგორ უნდა მოხდეს მრავალმხრვი სტრატეგიის ინტეგრაცია, მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიის როლი, ბიზნეს მოდელის განვითარება ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით.  პროდუქტის განვითარების მნიშვნელობა და სხვა მრავალ საინტერესო თემა.

ღონისძიება 27 მაისს ჩატარდება, მისი ორგანიზატორია კომპანია P World. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკების ასოციაცია, მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge. მედია პარტნიორები Georgia Today და რადიო ფორტუნა.

დეტალური ინფორმაციისათვის და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

http://www.thepworld.com/pevents/event/51/the-international-retail-banking-forum-tbilisi

 

დისნეი განახლებული მიკი მაუსით ბრუნდება

ვეშოლკა

“N1 საკომისიო” – საკომისიო მაღაზია თბილისში