in

საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ამერიკული MBA პროგრამის ანალოგია

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში,  ბევრი სიახლე და კარგი ამბავია. უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს უქმნის განსაკუთრებულ პირობებს დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრებისთვის. საბაუნის პრიორიტეტია ახალგაზრდა თაობაში ხარისხიანი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის გავრცელება და სტუდენტების მომზადება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის.

სწორედ ამიტომ, 2017-2018 სასწავლო წლისთვის საბაუნის პროგრამების პორტფოლიოს დაემატა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. პროგრამა აგებულია ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამის მოდელზე.

პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ისწავლონ პრაქტიკული ქეისებით, ბიზნეს სიმულაციებით, რომლებიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მოდელის ანალოგია. პროგრამა არის 124 კრედიტიანი და მოიცავს, როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო საგნების ფართო არჩევანს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დამატებითი კრედიტის გამოყენების საშუალებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ერთ საგანს უფასოდ შეისწავლის.


პროგრამაზე სწავლა მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ამასთან არის 1 ინგლისურენოვანი საგანი – ბიზნეს კომუნიკაციები, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ საერთაშორისო ბიზნეს გარემოში საქმიანი ურთიერთობებისათვის საჭირო საკითხები.

საბაუნის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მაგისტრატურის მეორე კურსზე, გაემგზავრონ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (ლიონის უნივერსიტეტი, ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი, ა.შ.) გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტის უცხოელი პროფესორებიც.

სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება სექტემბრის დასაწყისში.

ჩაბარება შეუძლია ყველა ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ბარიერი გადალახა სამ მათგანში.

ჩაბარების მსურველებს ასევე მოუწევთ გაიარონ შიდა ტესტირება სპეციალობასა და ინგლისურში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საბაუნის ვებ-გვერდს www.sabauni.edu.ge

#საბაუნიმოლოდინზემეტი.

[R]

გაიცანით Bixby – სამსუნგის ხმოვანი ასისტენტი!

წვერია თუ ვარცხნილობა? – ორიგინალური სარეკლამო კამპანია მამაკაცებისთვის